Saturday, December 31, 2011

2011 წლის შეჯამება

მიიწურა 2011 წელი... დროა შევაჯამოთ "თავისუფალი ბლოგის" 2011 წლის მთავარი სიახლეები და ყველაფერი, რაც საინტერესოა თქვენთვის!

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ბლოგი 2011 წლის 3 იანვარს შეიქმნა. ამ დღიდან დავიწყეთ მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენთან სტუმრობა საინტერესო ყოფილიყო თქვენთვის :) აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ დღეს დაბადებულა კვატების საერთაშორისო დღეც :)

1 წლის განმავლობაში ბლოგზე სულ 71 პოსტი განთავსდა. ეს პოსტები ეხებოდა იმ საკითხებს რაც აქტუალური და საინტერესო იყო თქვენთვის და აგრეთვე იმას, რაც მე მიტრიალებდა თავში :)

პირველი პოსტი: გამიცანით ვინ ვარ მე :) უნდა იცოდეთ ვის აზრებს კითხულობთ და საჭიროდ ჩავთვალე ჩემზე 2 სიტყვით დამეწერა :)

მე გაცნობდით ქართული კულტურისა და შოუ-ბიზნესის (რომელიც თითქმის არ არსებობს) სიახლეებს. მათგან ყველაზე მეტად გამორჩეული და საინტერესო შემდეგი პოსტები იყო:
მზის სახლის ფინალი
ზურა სალუქვაძე

მზის სახლი-პროექტს მიღმა დარჩენილი მონაწილეები!

"აგვისტოს 5 დღე"- ყველა მონაწილე

“დავიწყებული მეფე”- მსოფლიო რეკორდი! 
მამაჩემის გერლფრენდი - პრემიერა

ჩვენ ბავშვები ვართ?!

ევროვიზია 2011