Friday, March 18, 2011
მამაჩემის გერლფრენდი - პრემიერა
17 მარტს, კინოთეატრ რუსთაველში კიდევ ერთი ახალი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ნამუშევარმა, რომელსაც "მამაჩემის გერლფრენდი" ჰქვია, დიდი მოწონება დაიმსახურა. კინოთეატრში შეკრებილი მსახიობები, გადამღები ჯგუფი და უბრალოდ ის ადამიანები ვისაც ქართული კინო უყვარს, ამბობენ რომ ფილმი შედგა.
ნინო, 31 წლის (მაყურებელი) : ძალიან მომეწონა ფილმი, საინტერესო სანახავია და მიხრია რომ საქართველოში ასეთ ფილმებს იღებენ.
გუგა, 19 წლის (მაყურებელი): მაგარი ფილმია, ბევრი ვიცინე.
"მამაჩემის გერლფრენდი" როგორც ჩანს მალე კიდევ ახალ ვარსკვლავებს ამოაკაშკაშებს, მაგალითად იუნა შაფათავა, რომელიც ძალიან თამამი სცენებით გამოირჩევა, ანი იმნაძე, სოფო სებისკვერაძე, ლია გოგიძე, ირაკლი მიქავა და სხვა. როგორც რეჟისორი, ნიკა ხომასურიძე აცხადებს, ფილმი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან მონტაჟის პროცესს არ ესწრებოდა, მაგრამ მთლიანობაში კარგი საყურებელი ფილმია და მაყურებელსაც მოეწონება. "მამაჩემის გერლფრენდი" ქართულ კინოეკრანებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მისი გატანა უკვე დსთ-ს ქვეყნებშიც მოხდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მის წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი.
Labels:
შოუბიზნესი