მალე, ტელეკომპანია "STV" ახალ სეზონს იწყებს. ეს არის სტუდენტური ტელევიზია, რომელიც სრულიად არაპოლიტიზირებულია.
ტელეკომპანია ბევრ საინტერესო გადაცემას გვპირდება.
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთი პროექტის "ქავერ შოუს" ავტორს, კახა აბუაშვილს:
"ტელეკომპანია STV არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში. მართალია მას სტუდენტური ტელევიზია ქვია, მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენი გადაცემები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროექტს, "ქავერ შოუ" არის მუსიკალური კონკურსი ბენდებისთვის. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მონაწილე ჯგუფები უნდა ასრულებდნენ უკვე კარგად ნაცნობი სიმღერების ქავერ ვერსიებს. პროექტზე მუშაობა დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ, რასაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ".
როგორც ზემოთ გავიგეთ, რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 დეკემბრამდე. მონაწილეობის მსურველები ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ გვერდს: https://www.facebook.com/stvcovershow
ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ტელეკომპანიას.