Tuesday, March 8, 2011

ჩვენ ბავშვები ვართ?!

                                    
ალბათ ერთხელ მაინც წარმოგიდგენიათ თავი იმ ბავშვების ადგილას, ვინც ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ, ვისაც საკუთარი მშობლები ეზიზღებათ და ვისაც მომავლის იმედი არ აქვთ. თუ თქვენ არასოდეს გიფიქრიათ ამ ყველაფერზე, აუცილებლად უნდა ნახოთ სპექტაკლი "ჩვენ ბავშვები ვართ?!". ახალგაზრდა რეჟისორების, გიორგი იარაჯულისა და ნინო ჯაოშვილის ეს სპექტაკლი იმითაა გამორჩეული, რომ ამ ბავშვების პრობლემებზე ზრდასრული ადამიანების ნაცვლად მათივე თანატოლები მოგვითხრობენ. პიესის ავტორი რეზო ბლიაძეა, ახალგაზრდა სცენარისტი. იმედია ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ ხალხი დაფიქრდება იმ ადამიანების პრობლემებზე, ვინც ჩვეულებრივი ადამიანებისგან არაფრით განსხვავდებიან, გარდა იმისა რომ მათ მომავალს პროფესია უპატრონო ერქმევა...