დაიწყო "ნიჭიერი"-ს მეორე სეზონი და მეორე დღესვო ალაპარაკდა ხალხი მასზე. მეც დავფიქრდი ნანახზე და მივხვდი რომ პროექტის ავტორებმა პატარ-პატარა თუ დიდი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. დავიწყოთ პირველი გამომსვლელით. ბელა სოფრომაძე- ქალი "მიშელი", ქალი ეკვა და ქალი ვოკალი. რა არ მოეწონა ჟიურის ჩემთვის გაუგებარი იყო. ეს რათქმაუნდა ხუმრობით. არაუშავს ბელა, გულს ნუ გაიტეხ, პაციენტები მაინც გეყოლება იმედია... პატარა აინშტაინი- ბავშვი უდაოთ ნიჭიერია, მაგრამ შოუსთვის კარგი არაა. იმედია სკოლის მასწავლებლები დაინახავენ ამ ნიჭს. მრავალჯერ გაგონილი და ნანახი "მბრუნავი ქალი", რომელიც პროექტის ეთერში გასვლამდე გავიცანით. იმედია წავა და სადმე იპოვის ადგილს, სადაც შეეძლება უსასრულოდ იტრიალოს. დაკი, ჰიპნოზი, ნიცა და ნატო- პირველი გადაცემების ნამდვილი აღმოჩენები არიან. მოდი მივუბრუნდეთ ჩემს მიერ გამოთქმულ პრეტენზიას და უფო კარგად განვავრცობ, იმედია თქვენც დამეთანხმებით. ჩვენ ვნახე თეონა ქანთარიას გამოსვლა რომელმაც არაჩვეულებრივი პლასტიკა ვანახა, ეს ყველაფერი ბრჭყალებში რათქმაუნდა. ორგანიზატორების შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ სცენაზე თეონას გამოყვანის ნაცვლა, ვანიკო და თიკა რომ გამოეყვანათ პროექტის რეიტინგი ერთი-ორად აიწევდა და შესაძლოა გამარჯვებაც მოეპოვებინათ. თუ არ გინახავთ ეს ვიდეო აი ნახეთ და ჩვენ კი შემდეგ ორშაბათს დაველოდით!