Monday, January 3, 2011

Odnoklassniki VS Facebook


არადა რა პოპულალური იყო ერთ დროს odnoklassniki.ru... ბევრჯელ გავიგონებთ ამ ფრაზას. ეგრეთწოდებულ "ოდნოებს" პოსტსკრიპტუმმაც კი გაუკეთა სიუჟეტი და მას შემდეგ გაპოპულარდა. მისგან განსხვავებით Facebook-ს არ დაჭირვებია არანაირი რეკლამა. ხალხმა ბარგი ჩააწყო და ჩარტერული რეისით გადაინაცვლა "ოდნოდან" "ფაცეზე"... ამ ბოლო დროს Facebook-ზე შესვლისას მრჩება წარმოდგენა რომ მალე ეს უკანასკნელიც ჩამოვარდება პოპულარობის ზენიტიდან. რატომ? აქაც "ოდნოსავით" დაიწყო ისეთი მომხმარებლების დარეგისტრირება, როგორიცაა "ყველაზე ლამაზები", "ყველაზე გამორჩეულები", "ყველაზე ნაროდი, უროდი ძერსკები"... აი ის გზა რაც განვლო "ოდნოებმა" დღემდე. მაგრამ მიუხედავად ამისა მე მაინც ვიყენებ ამ ნარკოტიკს, რომელსაც "Facebook" ჰქვია.