Friday, October 21, 2011

აპოკალიფსის მოლოდინში...



იყო და არა იყო რა... იყო ერთი ამერიკელი 90 წლის კაცი ჰეროლდ კემპინგი. ჰეროლდმა ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია ისეთ, რომ ცნობადი სახე გამხდარიყო, მაგრამ მან თავი არ დაუხარა ამ ცხოვრებას! 90 წლის ასაკში წინასწარმეტყველება დაიწყო (ან უკეთეს შემთხვევაში ზღაპრების წერა). ერთ მშვენიერ დღეს მოხუცმა განაცხადა, რომ 21 მაისს (2011 წ.) კაცობიობა განადგურდებოდა... ჩვენც დიდი გულისყურით ველოდით ამ დღის დადგომას, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად არაფერიც არ მოხდა. მან თავი გაიმართლა იმით, რომ ვითომ აქ საუბარი სულიერ განადგურებაზე იყო. ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა შემდეგი წინასწარმეტყველებით. 2011 წლის 21 ოქტომბერს კაცობრიობა განადგურდება, ამჯერად როგორც ხორციელად, ისე სულიერად... ჩვენც ველოდებით მის მიერ დათქმულ დროს, მაგრამ ვერ გაგვირკვევია რომელი ქვეყნის საათით განსაზღვრა მან აპოკალიფსის 18:00 საათზე დადგომა. საქართველოში ამ დროს უკვე გავცდით. ახლა ამერიკაში ველოდებით 18:00 საათის დადგომას... ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონმა ჰეროლდ კემპინგმა სახელი ნამდვილად მოიხვეჭა...

მართალია ეს პოსტი დავიწყე სიტყვებით იყო და არა იყო რა... მაგრამ ვერ დავასრულებ ისე როგორც ყველა ზღაპარი მთავრდება ანუ "ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა"... რატომ ? იმიტომ რომ არ ვიცით რა როგორ იქნება :) კიდევ რას გვეტყვის ჰეროლდი ბაბუა :)