Monday, November 7, 2011

MTV EMA-2011


6 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში გაიმართა MTV EMA-2011- ის დაჯილდოვება! წლის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, არანაკლებ მნიშვნელოვანი "მის მსოფლიოს" პარალელურად მიმდინარეობდა.

წელს, ყველაზე მეტი ჯილდოს პატრონი ლედი გაგა გახდა. მან 6 ნომინაციაში მიიღო პრიზი. ლედი გაგა ამჯერადაც გამოირჩეოდა ჩვეული არაორდინალურობით. მან კიდევ ერთხელ შეძლო მსოფლიოს გაოცება, თავისი ხორცისა და სხვადასხვა მასალისაგან შექმნილი კოსტუმების შემდეგ, ახლა უკვე რკინის კაბით.

მამაკაცებს შორის ყველაზე წარმატებული ჯასტინ ბიბერი აღმოჩნდა. მან 3 ნომინაციაში მიიღო პრიზი.

როგორც ასეთ დაჯილდოვებებს სჩვევია ხოლმე, წელსაც იყო პატარა სკანდალი. სცენაზე შიშველი მამაკაცი შევარდა :)








ჯილდოები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო შემსრულებელი ქალი - ლედი გაგა

საუკეთესო სიმღერა - ლედი გაგა ( Born This Way)

საუკეთესო ვიდეორგოლი - ლედი გაგა ( Born This Way)

საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი - ჯასტინ ბიბერი

საუკეთესო პოპ-შემსრულებელი - ჯასტინ ბიბერი

საუკეთესო ახალი სახე - ბრუნო მარსი

საუკეთესო როკ-შემსრულებელი - Linkin Park

საუკეთესო ალტერნატიული ჯგუფი - 30 Seconds to Mars

საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი - ემინემი

საუკეთესო ცოცხალი შესრულება - კეტი პერი

საუკეთესო საერთაშორისო გამოსვლა - 30 Seconds to Mars

საუკეთესო შოუ ჩრდილოეთ ამერიკაში - ბრიტნი სპირსი

საუკეთესო საერთაშორისო არტისტი - Big Bang

მსოფლიო კულტი - Queen

MTV-ს რჩეული - ჯასტინ ბიბერი