Friday, October 14, 2011

„შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა...“




თუ თქვენ ყველაზე ჩამორჩენილ სოფელში არ ცხოვრობთ, იქ სადაც არხ ტელევიზორია, არც რადიო, არც ტელეფონი და მითუმეტეს არც ინტერნეტი, აუცილებლად ნახავდით, წაიკითხავდით ან გაიგებდით ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის შესახებ როგორი აქტიური გახდა მედია. მაგრამ მე სხვა საშუალებებისგან განსხვავებით არ ვაპირებ ბატონი ბიძინას პოლიტიკოსობის თუ არაპოლიტიკოსობის შესახებ საუბარს. ვფიქრობ ჩემი ბლოგის მკითხველისთვის ეს არც უნდა იყოს ყველაზე მეტად საინტერესო თემა.

მაგრამ საინტერესო ნამდვილად იქნება ბატონი ბიძინას ვაჟის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერა :)ბერამ უმოკლეს ვადებში მოიპოვა თინეიჯერების სიყვარული. მისი უკვე 3 კლიპი გამოჩნდა მუსიკალურ სამყაროში. ამჯერად კი ბერამ გადაწყვიტა მამის განცხადებებს გამოეხმაუროს. არაერთი პოსტი მიუძღვნა ფეისბუქზე მამის გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ კი ახალ კლიპზე მუშაობაც დაასრულა და დღეს საზოგადოებას წარუდგენს. მთავარი ინფორმაცია კი ისაა, რომ ეს სიმღერა და კლიპი, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, ბერამ მამას- ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა.

როგორც რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ კლიპის პრემიერა დღეს, საღამოს 8 საათზე გაიმართება.
-სად ?
-მხოლოდ და მხლოდ ფეისბუქზე!!!

ბერამ აღნიშნა, რომ გარკვეული მიზეზების გამო კლიპი სატელევიზიო სივრცეში არ ჩაეშვება და ის მხოლოდ მისი ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ფანებისთვის იქნება გათვლილი...

"ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. „შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა...“
ამ სიტყვებით დაამთავრა ბერამ საკუთარი პოსტი.

გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს !!! :)