Sunday, May 15, 2011

ქერა თუ შავგვრემანი- ბოზი თუ პატიოსანი?



ჩემს ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა ერთი ქართული მენტალიტეტით გაჟღენთილი ადამიანი და გადავწყვიტე შემდეგი პოსტის დაწერა. ის ამბობს რომ ქერა გოგო არის იგივე "ნაშა". ასეთ ადამიანებს რომ ვუგდოთ ყური, თმის საღებავები რომლითაც ქერად შეიძლება თმის შეღებვა, ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ. მაგრამ საბედნიეროდ მე და ალბათ ბევრი ჩემსავით მოაზროვნე ადამიანი არ ეთანხმება ამ აზრს. დღეს ადამიანი ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის რომ საზოგადოებაში დაიმკვიდროს ადგილი. ზოგი იხდის, ზოგი ფილარმონიის სცენაზე ჭამს, ზოგი კი თავის ვითომ სკანდალური განცხადებებით და ჭორებით ცდილობს პოპულარობის მოხვეჭას. მაგრამ ამ ადამიანებს ვერ გავკიცხავთ, მაშინ როცა ერთი ნაწილი პოპულარობას კონკრეტული ადამიანის შეურაწყოფით ცდილობს. და მაინც რა უნდათ მათ? მოდი აბა დავფიქრდეთ, რატომ ზის ქართველების ნაწილში შეხედულება ქერა გოგოების ბოზობასთან დაკავშირებით? ნუთუ 21-ე საუკუნის შვილებმა ვერ ისწავლეს, რომ ადაიანის პატიოსნება იმიჯით და ვიზუალური მხარით არ გამოირჩევა. მიმოვიხედოთ გარშემო, შევხედოთ ჩვენს დებს, დედებს, დეიდებს, ნათესავებს ან უბრალოდ მეგობრებს... რამდენ ნაშას ვიპოვით თმის ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. ამიტომ მოდი თავი შევიკავოთ ისეთი განცხადებებისგან როგორიცაა: "ჯერ იმ ქერა ნაშის ნამღერისთვის მოგესმინა"... გზა გავუხსნათ ამგვარი აზრებს ჩვენგან განდევნას და ვიფიქროთ ცივილიზებული ადამიანებივით!

Saturday, May 14, 2011

EUROVISION 2011



ალბათ ჩემს ბლოგზე რომ შემოდიხართ, ბლოგის სახელიდანვე ხვდებით რომ რასაც მინდა იმას დავწერ, ტან თავისუფლად. რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ევროვიზია 2011. სიმართლე რომ გითხრათ ყველა სიმღერის კონკურსში, სილამაზის კონკურსში, სპორტულ შეჯიბრებებში და ა.შ. ყოველთვის ვგულშემატკივრობ საქართველოს, მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა. ეს ერთი შემთხვევა იყო გამონაკლისი. პირველად მოხდა რომ გამეხარდა საქართველოს არცთუ ისე დიდი წარმატება. ELDRINE არის დღემდე ჩემთვის ის ჯგუფი, რომელსაც ჰყავს განუმეორებელი სოლისტი- თაკო ვადაჭკორია და არა ის ჯგუფი, სადაც სრულიად შემთხვევით მოხვდა სოფო ტოროშელიძე. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ სოფოს ჯგუფში ყოფნის დიდი წინააღმდეგი ვიყავი და ვიცოდი რომ 9-ე ადგილს ვერც გავაუმჯობესებდით. გაუმართლა საქართველოს, რომ ფინალში რამდენიმე მონაწილე ჩვენზე სუსტი იყო, თორემ შეიძლებოდა 25-ე ადგილსაც დავჯერებოდით. ძალიან გამიხარდა აზერბაიჯანის გამარჯვება. მართლაც კარგი სიმღერა და შემსრულებლები ჰყავდათ წელს. იმედია ევროვიზია 2012 -ზე მაინც გავგზავნით ღირსეულ შემსრულებელს (სიმღერა წელსაც შესანიშნავი იყო) და ის მაინც გაამართლებს ქართველი ხალხის იმედებს.

Monday, May 2, 2011

GEORGIAN STAR SHOW



"საერთო გაზეთი", "თავისუფალი ბლოგი" და "instyle.ge" წარმოგიდგენთ კონკურსს დამწყები მომღერლებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ამისათვის საჭიროა გამოგზავნოთ ვიდეო, სადაც კარგად ჩანს თქვენი ვოკალური მონაცემები. ჟიურის წევრები შეარჩევენ 10 საუკეთესოს და შემდეგ დაიწყება ფინალი. გელოდებით. გამოგზავნეთ ვიდეოები მაილზე starshowgeo@mail.ru