Saturday, May 14, 2011

EUROVISION 2011



ალბათ ჩემს ბლოგზე რომ შემოდიხართ, ბლოგის სახელიდანვე ხვდებით რომ რასაც მინდა იმას დავწერ, ტან თავისუფლად. რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ევროვიზია 2011. სიმართლე რომ გითხრათ ყველა სიმღერის კონკურსში, სილამაზის კონკურსში, სპორტულ შეჯიბრებებში და ა.შ. ყოველთვის ვგულშემატკივრობ საქართველოს, მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა. ეს ერთი შემთხვევა იყო გამონაკლისი. პირველად მოხდა რომ გამეხარდა საქართველოს არცთუ ისე დიდი წარმატება. ELDRINE არის დღემდე ჩემთვის ის ჯგუფი, რომელსაც ჰყავს განუმეორებელი სოლისტი- თაკო ვადაჭკორია და არა ის ჯგუფი, სადაც სრულიად შემთხვევით მოხვდა სოფო ტოროშელიძე. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ სოფოს ჯგუფში ყოფნის დიდი წინააღმდეგი ვიყავი და ვიცოდი რომ 9-ე ადგილს ვერც გავაუმჯობესებდით. გაუმართლა საქართველოს, რომ ფინალში რამდენიმე მონაწილე ჩვენზე სუსტი იყო, თორემ შეიძლებოდა 25-ე ადგილსაც დავჯერებოდით. ძალიან გამიხარდა აზერბაიჯანის გამარჯვება. მართლაც კარგი სიმღერა და შემსრულებლები ჰყავდათ წელს. იმედია ევროვიზია 2012 -ზე მაინც გავგზავნით ღირსეულ შემსრულებელს (სიმღერა წელსაც შესანიშნავი იყო) და ის მაინც გაამართლებს ქართველი ხალხის იმედებს.