Monday, October 24, 2011

ვითომ ეროტიული პრომო



ეს ვიდეო ფეისბუქზე (პირწიგნაკზე) ვნახე სათაურით- "ქართველი სპორცმენის ეროტიკული პრომო რგოლი". მე პირადად ეროტიკას ვერსად ვხედავ, მაგრამ თუ ქართული მენტალიტეტით ღრმად გაჟღენთილ ადამიანებს ვკითხვათ ეს სრული უმსგავსობაა! "ქართველი კაცი რომ ვიდეოში მარტო ტრუსიკით გაივლის, ის მერე სხვა რაღაცასაც გააკეთებს"- იტყვის საზოგადოების ნაწილი... ნახეთ და შეაფასეთ! თქვენი მოსაზრება დაწერეთ ჩვენს ფეისბუქის ფეიჯზე!

WWW.FACEBOOK.COM/TAVISUFALIBLOGI

Friday, October 21, 2011

აპოკალიფსის მოლოდინში...



იყო და არა იყო რა... იყო ერთი ამერიკელი 90 წლის კაცი ჰეროლდ კემპინგი. ჰეროლდმა ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია ისეთ, რომ ცნობადი სახე გამხდარიყო, მაგრამ მან თავი არ დაუხარა ამ ცხოვრებას! 90 წლის ასაკში წინასწარმეტყველება დაიწყო (ან უკეთეს შემთხვევაში ზღაპრების წერა). ერთ მშვენიერ დღეს მოხუცმა განაცხადა, რომ 21 მაისს (2011 წ.) კაცობიობა განადგურდებოდა... ჩვენც დიდი გულისყურით ველოდით ამ დღის დადგომას, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად არაფერიც არ მოხდა. მან თავი გაიმართლა იმით, რომ ვითომ აქ საუბარი სულიერ განადგურებაზე იყო. ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა შემდეგი წინასწარმეტყველებით. 2011 წლის 21 ოქტომბერს კაცობრიობა განადგურდება, ამჯერად როგორც ხორციელად, ისე სულიერად... ჩვენც ველოდებით მის მიერ დათქმულ დროს, მაგრამ ვერ გაგვირკვევია რომელი ქვეყნის საათით განსაზღვრა მან აპოკალიფსის 18:00 საათზე დადგომა. საქართველოში ამ დროს უკვე გავცდით. ახლა ამერიკაში ველოდებით 18:00 საათის დადგომას... ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონმა ჰეროლდ კემპინგმა სახელი ნამდვილად მოიხვეჭა...

მართალია ეს პოსტი დავიწყე სიტყვებით იყო და არა იყო რა... მაგრამ ვერ დავასრულებ ისე როგორც ყველა ზღაპარი მთავრდება ანუ "ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა"... რატომ ? იმიტომ რომ არ ვიცით რა როგორ იქნება :) კიდევ რას გვეტყვის ჰეროლდი ბაბუა :)

Monday, October 17, 2011

რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა!



რამდენიმე საათის წინ 83 წლის ასაკში კიდევ ერთი გენიალური ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. მან მართლაც რომ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოსა და თეატრის განვითარებაში. რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღაფრთოვანა, იგი შექსპირული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, დიდ ბრიტანეთში კი ქართველ ოლივიედ მონათლეს.

 მისი ფილმოგრაფია საკმაოდ დიდია:


  1. 1954 — ჭრიჭინა
  2. 1957 — მოცარტი და სალიერი
  3. 1957 — ეთერის სიმღერა
  4. 1959 — დღე უკანასკნელი, დღე პირველი
  5. 1959 — სად არის შენი ბედნიერება
  6. 1962 — წარსული ზაფხული
  7. 1962 — თხუნელა
  8. 1967 — ვედრება
  9. 1969 — ფილატელისტის სიკვდილი
  10. 1970 — ძველი წისქვილები
  11. 1971 — ყელსაბამი ჩემი საყვარელისთვის
  12. 1971 — ნუცა
  13. 1973 — ვერის უბნის მელოდიები
  14. 1973 — ნერგები
  15. 1973 — მთვარის მოტაცება
  16. 1973 — ისტორიკოსები
  17. 1975 — ერთი ნახვით შეყვარება
  18. 1975 — ჩირიკი და ჩიკოტელა
  19. 1976 — გაქცევა გამთენიისას
  20. 1976 — ქალაქი ანარა
  21. 1976 — ნამდვილი თბილისლები და სხვები
  22. 1977 — ნატვრის ხე
  23. 1977 — სიყვარული, ხანძარი და პომპიერო
  24. 1977 — რაჭა, ჩემი სიყვარული
  25. 1978 — სასწრაფო გამოძახება
  26. 1979 — დიუმა კავკასიაში
  27. 1979 — სანტა ესპერანსა
  28. 1981 — გზა შინისაკენ
  29. 1981 — ხელები მაღლა!
  30. 1985 — გამარჯვება
  31. 1985 — სადაზღვევო აგენტი
  32. 1988 — ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი
  33. 1989 — ხოჯა ნასრედინის დაბრუნება
  34. 1990 — დაისი
  35. 1990 — თეთრი ბაირაღები
  36. 1990 — კედელი
  37. 1991 — ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში
  38. 1992 — აღმოსავლური რომანი
  39. 1993 — ზნედაცემული ანგელოზი
  40. 1996 — შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი
  41. 2004 — შავი პრინცი

    თავისუფალი ბლოგი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს!

Friday, October 14, 2011

ბერა ივანიშვილი- ქართული ოცნება (პრემიერა)

„შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა...“




თუ თქვენ ყველაზე ჩამორჩენილ სოფელში არ ცხოვრობთ, იქ სადაც არხ ტელევიზორია, არც რადიო, არც ტელეფონი და მითუმეტეს არც ინტერნეტი, აუცილებლად ნახავდით, წაიკითხავდით ან გაიგებდით ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის შესახებ როგორი აქტიური გახდა მედია. მაგრამ მე სხვა საშუალებებისგან განსხვავებით არ ვაპირებ ბატონი ბიძინას პოლიტიკოსობის თუ არაპოლიტიკოსობის შესახებ საუბარს. ვფიქრობ ჩემი ბლოგის მკითხველისთვის ეს არც უნდა იყოს ყველაზე მეტად საინტერესო თემა.

მაგრამ საინტერესო ნამდვილად იქნება ბატონი ბიძინას ვაჟის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერა :)ბერამ უმოკლეს ვადებში მოიპოვა თინეიჯერების სიყვარული. მისი უკვე 3 კლიპი გამოჩნდა მუსიკალურ სამყაროში. ამჯერად კი ბერამ გადაწყვიტა მამის განცხადებებს გამოეხმაუროს. არაერთი პოსტი მიუძღვნა ფეისბუქზე მამის გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ კი ახალ კლიპზე მუშაობაც დაასრულა და დღეს საზოგადოებას წარუდგენს. მთავარი ინფორმაცია კი ისაა, რომ ეს სიმღერა და კლიპი, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, ბერამ მამას- ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა.

როგორც რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ კლიპის პრემიერა დღეს, საღამოს 8 საათზე გაიმართება.
-სად ?
-მხოლოდ და მხლოდ ფეისბუქზე!!!

ბერამ აღნიშნა, რომ გარკვეული მიზეზების გამო კლიპი სატელევიზიო სივრცეში არ ჩაეშვება და ის მხოლოდ მისი ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ფანებისთვის იქნება გათვლილი...

"ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. „შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა...“
ამ სიტყვებით დაამთავრა ბერამ საკუთარი პოსტი.

გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს !!! :)

Sunday, October 9, 2011

ჩვენ ბავშვები ვართ?!

2010 წლის 15 ივნისს, თბილისში ათონელზე მდებარე თეატრში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა "ჩვენ ბავშვები ვართ?!". სპექტაკლი მოგვითხრობს მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ. სპექტაკლში დაკავებული არიან ერთ-ერთი სამსახიობო სტუდიის მოსწავლეები. თბილისის შემდეგ "ჩვენ ბავშვები ვართ?!" საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მაყურებელმა ნახა და მოწონებაც დაიმსახურა. სპექტაკლის რეჟისორბები გიორგი იარაჯული და ნინო ჯაოშვილი არიან. პიესის ავტორი- რეზო ბლიაძეა. 

ახლა სპექტაკლის ნახვა უკვე ჩემს ბლოგზეც შეგიძლიათ :) ამიტომ ნახეთ და შეაფასეთ :)



Friday, October 7, 2011

ჯანეტ ქერდიყოშვილის და გარდაიცვალა...

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე, მეოთხე კორპუსის მეექვსე სართულიდან 8 წლის ბავშვი გადმოვარდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა. ეს ბავშვი აღმოჩნდა "მის საქართველო 2011"-ის ჯანეტ ქერდიყოშვილის და...

როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, გოგონას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონია. ის სახლში 17 წლის ძმასთან ერთად ყოფილა. ბიჭი რამდენიმე წუთით გასულა და როდესაც უკან დაბრუნდა ნახა, რომ მისი პატარა და ქუჩაში ჯერ კიდევ სასიცოცხლო ნიშნებით ეგდო, მაგრამ სასწრაფო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

მე და დარწმუნებული ვარ მთლიანად საქართველო იზიარებს ამ მწუხარებას... ჯანეტას კი ვეტყვი, რომ უნდა გამაგრდეს! :(

Saturday, October 1, 2011

მის საქართველო 2011


უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ "მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელი 19 წლის ჟანეტა ქერდიყოშვილი გახდა. ხოლო მეორე ადგილის მფლობელი სალომე ხომერიკია. ჩვენი ბლოგი ულოცავს ჟანეტას ამ გამარჯვებას, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ თითქმის უკონკურენტო იყო ეს გოგონა! მართლაც რომ ყველაზე ღირსეული ამ ტიტულისთვის და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ გოგოს დიდი წარმატებები ელის წინ! კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას! თქვენ კი დარჩით ჩვენთან და კიდევ მოგაწვდით ინფორმაციებს ბათუმიდან!

უცხოპლანეტელები მოდიან!

ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ უცხოპლანეტელები უფრო და უფრო გვიახლოვდებიან. ამბობენ 2 თვეში უკვე აქ იქნებიანო. მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება: საზოგადოება უნდა გაიყოს 2 ნაწილად. ერთი ნაწილი სტუმრებს დიდუბეში დახვდება, მეორე ვაგზალზე. ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებული უნდა იყოს, რომ სტუმრებს ჩვენზე- დედამიწელებზე შთაბეჭდილება რომ არ დაეკარგოთ.

და კიდევ, რაც მთავარია კარგად უნდა გვყავდეს მომზადებული "ბოზები". უცხოპლანეტელებისთვის ეს უცხო ხილია და გასინჯვა რომ მოინდომონ ხომ არ უნდა შევრცხვეთ?!

მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი რაღაც ნაწილი უკვე დედამიწაზეა და არცისე კარგად არიან შენიღბულები. არ გჯერათ?! მაშინ ნახეთ მის საქართველო 2011-ის მონაწილეები ამ ლინკზე და დაიჯერებთ! :)

დედამიწელი უცხოპლანეტელები