Saturday, July 2, 2011
მზის სახლი-პროექტს მიღმა დარჩენილი მონაწილეები!
ტელეკომპანია მზის ეთერში 25 მაისიდან გადის რეალითი შოუ "მზის სახლი". თავიდან პროექტში 10 მონაწილე შევიდა. 5 გოგო და 5 ბიჭი (მგონი ლოგიკურია). მოდით განვიხილოთ ის ადამიანები ვინც პროექტი უკვე დატოვა.
პირველი იყო მარი გოგინაშვილი. მარიმ პროექტი 5 გაფრთხილების გამო დატოვა, არადა საყვარელი იყო. წესით არ უნდა გაეშვათ, პირველ კვირა იყო და ბოლომდე გათავისებული არ ქონდათ ის წესები რაც პროექტში იყო დაწესებული. მოკლედ მარი ერთ-ერთი იყო ვიზეც გული დამწყდა.
შემდეგი მზის სახლის მონაწილე, რომელმაც პროექტი დატოვა იყო დათო ზურაბაშვილი. დათო პირველი შაბათის ხმის მიცემით გახდა დამარცხებული. თითქმის ყველა მონაწილემ დაასახელა ის. შეიძლება ითქვას, რომ დათოს წასვლით პროექტს თითქმის არაფერი დაკლებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამდენიმე გოგომ შეწყვიტა შოუს ყურება, რადგან ისინი დათოს უყურებდნენ :)
დათოს წასვლის შემდეგ პროექტში 2 მონაწილე შემოიყვანეს. მათგან ერთი იას შეყვარებული შაკო იყო. მონაწილეებმა შაკოს პროექტი დაატოვებინეს, მაგრამ იამ ეს ვერ მოითმინა და განაცხადა რომ იმ სახლში მის დარჩენას აზრი არ ჰქონდა, თუ შაკოსთან ერთად არ იქნებოდა. ამჯერად მოვიშვეიებ ფრაზას "სიყვარულო ძალსა შენსა"... სიყვარულმა სძლია ყველაფერს და რამდენიმე საათში იაც გაყვა მის მიჯნურს. ია კარგი გოგოა, მოგვენატრა მისი ცრემლები.
თეო ასკურავას მოღვაწეობა 1 კვირას გაგრძელდა, მაგრამ მან მოასწრო ბექა ელბაქძესთან კამათი :) მომდევნო შაბათს მონაწილეებმა თეოს ერთხმად დაადეს ბანი.
პროექტში შემოვიდა გუკა ადამია და განაცხადა რომ მას უყვარს სალი სორდია. ცოტა ხმამაღალი განცხადებაა, როცა პირველივე ჯერზე ასახხელებ შენს სიმპატიებს. გუკა ადამიამ მონაწილეთა ხმებით დატოვა პროექტი. მას ყველაზე მეტად სწორედ სალის მიერ მიცემული მინუს ხმა "გაუტყდა".
აი მოვიდა შაბათი. მონაწილეები გადავიდნენ "ძველების" დასახელებაზე. ხმების უმრავლესობა სალი სორდიამ მიიღო და მან დატოვა პროექტი. არადა ძალიან ნიჭიერი გოგოა. კარგი ხედვა აქვს და ტელევიზიას ნამდვილად კარგად გამოადგებოდა. სალი ჩემს ფავორიტებში 1 ადგილს იკავებდა და იკავებს!
გიორგი გიორგობიანმა პროექტი საკუთარი სურვილით დატოვა. როგორც შემდეგ ლაპარაკობდნენ, ეს ახალი სალომეს ზემოქმედებით მოხდა.
და ბოლოს ახალ სალომეს ანუ სალი სულავას და დათო ხაბულიანს დაატოვებინეს პროექტი წესების უხეშად დარღვევისთვის. სალომე რატომღაც თავიდანვე აგრესიული და ძალიან თავდაჯერებული იყო, მაგრამ ბოდიში საყვარელო რომ შენი რწმენა საკუთარი თავისადმი არ გამართლდა!
Labels:
შოუბიზნესი