Monday, August 15, 2011
მზის სახლის ფინალი
25 მაისს დაიწყო და დაიწყო... თავიდან დიდი ინტერესით ვუყურებდი, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ხმამაღალი განაცხადი გააკეთა ტელეკომპანია მზემ- "ასეთი პროექტი საქართვველოში ჯერ არ ყოფილა... ეს იქნება ყველაზე მასშტაბური რელითი შოუ"... მეორე მიზეზი ის იყო რომ ჩემი მეგობარი მონაწილეობდა- სალი სორდია. რაღა დაგიმალოთ და მეც გავგზავნე ანკეტა, მაგრამ პასუხად მომივიდა, რომ მე ასაკი ხელს არ მიწყობს პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ 3 თვე გრძელდებოდა პროექტი... ზოგი მიდიოდა და ზოგი მოდიოდა (მაგრამ უკან მიდიოდნენ უმეტესწილად). იყო ბევრი ინტრიგა, კამათი, ხელით შეხება, ცრემლები, მონატრება, გაგდება, სიყვარული... მთლიანობაში პროექტი არცისე უინტერესო იყო. დიდხანს ველოდით ვინ დაიკავებდა VIP ოთახს. როგორც იქნა გამოჩნდა გაბედული წყვილი დათო და ნინის სახით. ნელ-ნელა მივუახლოვდით ფინალს. მოდით განვიხილოთ ფინალი.
დავიწყოთ იქედან, რომ როგორც დავასკვენი ტელეკომპანია მზეს არ აქვს არანაირი ბიუჯეტი, რადგან მონაწილეები 1 დგით ადრე გაუშვეს სახლში. ნუთუ ამხელა ტელევიზიას იმის საშუალება არ აქვს, რომ რეალითი სოუს 10 მონაწილეს საკუთარი სახსრებით გაუკეთოს გრიმი, ჩააცვას და სალონში წაიყვანოს?! ეს უხეშად რომ ვთქვათ "გავატაროთ". 14 აგვისტოს ერთ-ერთი რესტორნის "ეზოში" 21:10 წუთზე დაიწყო ფინალური შოუ. აპარატურის დონე იყო ნული (0), სცენა საერთოდ არ არსებობდა, ძველი მონაწილეები არავის გახსენებია და მიწვევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პრიზები ყველა მონაწილესო და არცისე სახარბიელო პრიზები გადასცეს მათ :D ნაზღაიძის გადასვლები ერთი ადგილიდან მეორეზე, სტუმრების, მონაწილეებისა და წამყვანების უაზროდ ხეტიალი და უაზრო რეპლიკები. აი ეს იყო ფინალი...
მივედით გამარჯვებულებამდე როგორც იქნა. ბექა ელბაქიძე მივიდა მიკროფონთან (რომელშიც ხმა ძლივს ისმოდა) და გამოაცხადა რომ მისი რჩეული გახდა ადამიანი, რომელიც მომავალი სეზონის განმავლობაში იქნება ტელეკომპანიის თანამშრომელი და "მზის სახლი 2"-ს წამყვანი (თანა) და ეს ადამიანი გახდლავტ გიორგი ნაზღაიძე... ერთადერთი მუხტი, რაც ამ სიტყვების შემდეგ ვიგრძენი, იყო მთვრალი ნაზღაიძის ემოციების გამოხატვა ტირილით და ხტუნვით.
შემდეგ უკვე გამარჯვებული წყვილი უნდა გამოვლენილიყო. და ეს გახდა ნინი ჟიჟავაძე და დათო ხაბულიანი. ისინი 1 კვირით ევროპაში გაემგზავრებიან. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ხაბულიანი ტელეკომპანია მზეშიც იმუშავებს. თუმცა არც ეკას და ძიკის წყვილი დარჩენილა ისე. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული მათი წყვილია. მათ მოიგეს ავტომობილი, რომელიც 1 კვირიან მოგზაურობას აშკარად ჯობია.
მაშ ასე დამთავრდა მზის სახლი 1... დაველოდოთ, ვინ იცის იქნებ მზის დანაპირები მეორე სეზონზე მაინც გამართლდეს.
P.S. ეს არ იყო მზისადმი და უშუალოდ პროექტისადმი აგრესიის გამოხატვა! მე უბრალოდ ჩემი სეხედულებები გაგიზიარეთ! იმედია 2 სეზონზე მაინც შევალ იქ და შეგხვდებით! :)