პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ეთერ კაკულიას მძიმე ავადმყოფობა აღმოაჩნდა.
ქალბატონი ეთერი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ადამიანი არამხოლოდ ქართულ შოუბიზნესში, არამედ მთლიანად თბილისსა და საქართველოში.
29 ნოემბერს, ეთერ კაკულიამ 32 წლის იუბილე აღნიშნა დიდ საკონცერტო დარბაზში და აქვე მას ვარსკვლავი გაუხსნეს.
ქართული კინო ნელ-ნელა ცდილობს ჭაობიდან ამოსვლას და ძველი დიდების დაბრუნებას. რამოდენიმე რეჟისორს ეს არაჩვეულებრივად გამოსდის და მათი საქმიანობაც შესაბამისად ფასდება. ერთ-ერთი მათგანია ზაზა ურუშაძე. მისი ფილმი - "მანდარინები" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინო პრემიის, "ოქროს გლობუსის" ნომინანტად დასახელდა.
"ოქროს გლობუსს" მეორენაირად ოსკარების რეპეტიციასაც უწოდებენ.
"მანდარინები" წლის 5 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის უკვე დასახელდა. საკონკურსო სექციაში ის ესტონეთის სახელითაა წარდგენილი, რადგან ქართულ-ესტონური პროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი, ელმო იუგანენი და რავიო ტრასსი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი მოხალისე მეომარი და დაქირავებული ჩეჩენი ბოევიკი ერთმანეთს უპირისპირდებიან.
"მანდარინები" ოსკარზეც არის წარდგენილი ამავე ნომინაციაში. "ოქროს გლობუსის" დასკვნითი შოუ 11 იანვარს გაიმართება.
მალე, ტელეკომპანია "STV" ახალ სეზონს იწყებს. ეს არის სტუდენტური ტელევიზია, რომელიც სრულიად არაპოლიტიზირებულია.
ტელეკომპანია ბევრ საინტერესო გადაცემას გვპირდება.
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთი პროექტის "ქავერ შოუს" ავტორს, კახა აბუაშვილს:
"ტელეკომპანია STV არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში. მართალია მას სტუდენტური ტელევიზია ქვია, მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენი გადაცემები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროექტს, "ქავერ შოუ" არის მუსიკალური კონკურსი ბენდებისთვის. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მონაწილე ჯგუფები უნდა ასრულებდნენ უკვე კარგად ნაცნობი სიმღერების ქავერ ვერსიებს. პროექტზე მუშაობა დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ, რასაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ".
როგორც ზემოთ გავიგეთ, რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 დეკემბრამდე. მონაწილეობის მსურველები ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ გვერდს: https://www.facebook.com/stvcovershow
ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე გამოკვეთილ რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის "საქართველოს უნივერსიტეტი", რომელსაც "ალასანია"-საც უწოდებენ.
ჯერ კიდევ არცევნებამდე იყო საუბარი ოპოზიციურ პარტიებში, რომ ეს უნივერსიტეტი არ უნდა არსებობდეს. მაგალითად "ლეიბორისტული მოძრაობა" გვპირდებოდა, რომ თუ ისინი მთავრობაში მოვიდოდნენ, "ალასანია" აღარ იარსებებდა.
დღეს, სანდო წყაროან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც "საქართველოს ნივერსიტეტის" საქმეს განიხილავს. საუბარია იმაზე, რომ ადგილი, სადაც უნივერსიტეტის შენობებია განლაგებული, მის დამფუძნებლებს - გიული ალასანიასა და მანანა სანაძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეუძენიათ. თუ აღნიშნული ვარაუდი დადასტურდება, დიდი შანსია, რომ დაწესებულება ქალბატონ ალასანიასა და ქალბატონ სანაძეს ჩამოერთმევათ და უნივერსიტეტი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა.
25 ავისტოს გამოცდების ერეოვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია. 1500 აბიტურიენტი, რომელთაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს ყველა საგანში, ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა.
აბიტურიენტებმა განცხადებით მიმართეს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, განათლების სამინისტროს, პრეზიდენტის სასახლეს, პრემიერ მინისტრის აპარატს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, საპატრიარქოს და პარლამენტს. მათ განათლების მინისტრის მოადგილემ განუცხადა, რომ შეუძლებელი იყო მათი გადანაწილება თავისუფლა დარჩენილ სასწავლო დაწესებულებებში და ვერც მეორადი ჩარიცხვები გამოცხადდებოდა, თუმცა დღეს, 7 სექტემბერს აბიტურიენტები, მათი მშობლები და მეგობრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სამინისტროში და დიდი ხნის კამათის შემდეგ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
სამინისტრო 8 სექტემბერს გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით!
აბიტურიენტები მადლობას უხდიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს!
კიდევ ერთი პრემიერა "თავისუფალ ბლოგზე".
მოკლემეტრაჟიანი ფილმი "La Femme En Noir "
რეჟისორი- კახა აბუაშვილი
მონაწილეობენ: ანა იმნაიშვილი, გიორგი ჭიღლაძე.
რეჟისორის ასისტენტები: მარიამ შულაია, გვანცა ანთაძე.
ფოტოგრაფი: მარიამ კოჩაძე.
ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მომღერალი სალომე გასვიანი თავიდან ეცდება კარიერის აწყობა. ნახეთ მისი ახალი სიმღერა და დაელოდეთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ინტერნეტ-ჟურნალ "თავისუფალში!
ეს ამბავი ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო.... დღეს, 3 იანვარს თავისუფალი ბლოგი 1 წლის გახდა! მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 365 დღისა და 6 საათის განმავლობაში ერთხელ მაინც გვეწვიეთ.! მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და ყველაფერს იმისათვის ვაკეთებ, რომ თქვენ კმაყოფილი დარჩეთ :)
იმედია 2013 წლის 3 იანვარსაც შევხვდებით ერთმანეთს და თანაც ბევრად უფრო მეტნი!
მიიწურა 2011 წელი... დროა შევაჯამოთ "თავისუფალი ბლოგის" 2011 წლის მთავარი სიახლეები და ყველაფერი, რაც საინტერესოა თქვენთვის!
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ბლოგი 2011 წლის 3 იანვარს შეიქმნა. ამ დღიდან დავიწყეთ მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენთან სტუმრობა საინტერესო ყოფილიყო თქვენთვის :) აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ დღეს დაბადებულა კვატების საერთაშორისო დღეც :)
1 წლის განმავლობაში ბლოგზე სულ 71 პოსტი განთავსდა. ეს პოსტები ეხებოდა იმ საკითხებს რაც აქტუალური და საინტერესო იყო თქვენთვის და აგრეთვე იმას, რაც მე მიტრიალებდა თავში :)
პირველი პოსტი: გამიცანით ვინ ვარ მე :) უნდა იცოდეთ ვის აზრებს კითხულობთ და საჭიროდ ჩავთვალე ჩემზე 2 სიტყვით დამეწერა :)
თავისუფალი ბლოგი 1 თვის განმავლობაში ატარებდა გამოკითხვას 2011 წლის ტოპ-10 ყველაზე სასურველი ქართველი ქალის გამოსავლენად. თავდაპირველად შეირჩა 50 კანდიდატი, რომელთაც ხმების სიმცირის გამო აკლდებოდათ კვირაში რამდენიმე კონკურენტი. საბოლოოდ კონკურსში 10 გოგონა დარჩა და დაიწყო ხმის მიცემა, რათა გარკვეულიყო ვინ რომელი ადგილის მფლობელი გახდებოდა. ხმები ასე გადანაწილდა: 1 ადგილი
3 იანვარს "თავისუფალი ბლოგი" 1 წლის ხდება :) მინდა ყველას უდიდესი მადლობა მოგიხადოთ, ვინც ერთხელ მაინც შემოაბიჯეთ და წაიკითხეთ ჩემი ხშირ შემთხვევაი გაუგებარი და არაფრისმთქმელი პოსტები, მაგრამ ვფიქრობ ზოგიერთი მათგანი საინტერესო იქნებოდა :)
მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ უამრავი წარმატება!
მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დაგაინტერესოთ :)
ვიწყებთ ახალ ეპოქას :დ და ველოდები თქვენგან როგორც მოწონებას, ისე კრიტიკას :)
P.S. მომიტევოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ამ 1 წლის განმავლობაში რომელიმე პოსტის საშუალებით შეურაწყოფა მიმიყენებია :) მე თქვენც მიყვარხართ სადღაც გულის სიღრმეში :)
რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში გავიდა გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსით", რომლის ერთ-ერთი სტუმარიც საზოგადოებისთვის სკანდალებით და საკუთარი თავის პიარით კარგად ნაცნობი გიორგი ნაზღაიძე იყო. მან ისაუბრა ანანიზმზე და თქვა, რომ ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამ საქმითაა დაკავებული და გააკრიტიკა ამის გამო...
გადაცემის ჩაწერას ესწრებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. მათგან ერთ-ერთმა, ახალგაზრდა ბიჭმა მიმართა ნაზღაიძეს, რომ პირადად ის და მისი მეგობრები ანანიზმით არ იყვნენ დაკავებული, რაზეც გიორგიმ უთხრა: "აბა ხელის გულები გვაჩვენეო"...
გადაცემის ყურებისას გამიჩნდა სურვილი, რომ სტუდიაში ვყოფილიყავი და საზოგადოებისთვის ეს მასალა მეჩვენებინა, რომელიც რელითი შოუ "მზის სახლის" კამერებმა საკმაოდ კარგად დააფიქსირა.
არაფერი გასაკვირი ამაში არაა, რადგან ადამიანი რომელიც 3 თვის განმავლობაში სახლშია გამოკეტილი და სექსუალური კავშირი არ აქვს, სრულიად ბუნებრივია რომ დაკავდეს ანანიზმით... მაგრამ ნაზღაიძე! იქნებ ჯერ საკუთარ თავს მიხედოთ და შემდეგ საზოგადოების დარწმუნებას ამათუიმ საკითხში :) ბევრად უკეთესი იქნება! მითუმეტეს შენი რჩევა არამგონია ვინმესთვის ბევრის მომტანი იყოს :)
P.S. ეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაცემა არ უნახავს :)
"თავისუფალი ბლოგი" გთავაზობთ საახალწლო კონკურსს დამწყები მომღერლებისათვის. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საკუთარი აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი მეილზე: bob115@mail.ru
მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა 10 კონკურსანტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს წინასაახალწლოდ გამართულ ფინალურ შოუზე.
განაცხადები მიიღება 15 დეკემბრამდე.
გთხოვთ მეილში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ნომერი.
უკვე დეკემბერია... ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ახალი 2012 წელი დადგება :) "თავისუფალი ბლოგიც" ერთვება საახალწლო ციებ-ცხელებაში... გვეწვიეთ რაც შეიძლება ხშირად და შეიქმენით საახალწლო განწყობა :)
სიტუაცია: ზიხარ სახლში, არ გყავს შეყვარებული რომ ემესიჯო ან თუ ფინანსურად კარგი მდგომრეობა გაქვს მობილურზე ელაპარაკო ანუ არ გაქვს ფული, რომ სადმე წახვიდე და გაერთო. შენი მეგობრები ვერ ახერხებენ შენს ნახვას იმიტომ, რომ არ სცალიათ: ზოგი მუშაობს, ზოგი სწავლობს და ზოგიც დროს ატარებს. მოკლედ არ გაქვს არანაირი გასართობი საშუალება... მაგრამ გართობას ვიღა ჩივის ?! არ იცი როგორ გაიყვანო დრო ? მიმართე ე.წ. მამაპაპურ ხერხს!
ვაღებთ უჯრას ან იმ ადგილს სადაც ეს ნივთია მოთავსებული, ძველმანებში, ნემსებში და ძაფებში ვეძებთ ჩვენს მხსნელს- მახათს და ვიწყებთ მოქმედებას!
რეკომენდირებულია მხოლოდ მამაკაცებისთვის, მაგრამ ეს ჯერჯერობითაა ასე! მალე ქალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი ამგვარი საშუალებები! P.S. ეცადეთ დროის გაყვანის ამ მარტივ და ალბათ ცოტათი მტკივნეულ საშუალებას არცისე ხშირად მიმართოთ! დანარჩენი გააგრძელეთ სახლში (ან რეანიმაციაში)... წარმატებები!