Thursday, November 10, 2011
უსაქმურებო! ყველა ქვეყნისა შეერთდით!
სიტუაცია: ზიხარ სახლში, არ გყავს შეყვარებული რომ ემესიჯო ან თუ ფინანსურად კარგი მდგომრეობა გაქვს მობილურზე ელაპარაკო ანუ არ გაქვს ფული, რომ სადმე წახვიდე და გაერთო. შენი მეგობრები ვერ ახერხებენ შენს ნახვას იმიტომ, რომ არ სცალიათ: ზოგი მუშაობს, ზოგი სწავლობს და ზოგიც დროს ატარებს. მოკლედ არ გაქვს არანაირი გასართობი საშუალება... მაგრამ გართობას ვიღა ჩივის ?! არ იცი როგორ გაიყვანო დრო ? მიმართე ე.წ. მამაპაპურ ხერხს!
ვაღებთ უჯრას ან იმ ადგილს სადაც ეს ნივთია მოთავსებული, ძველმანებში, ნემსებში და ძაფებში ვეძებთ ჩვენს მხსნელს- მახათს და ვიწყებთ მოქმედებას!
რეკომენდირებულია მხოლოდ მამაკაცებისთვის, მაგრამ ეს ჯერჯერობითაა ასე! მალე ქალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი ამგვარი საშუალებები!
P.S. ეცადეთ დროის გაყვანის ამ მარტივ და ალბათ ცოტათი მტკივნეულ საშუალებას არცისე ხშირად მიმართოთ!
დანარჩენი გააგრძელეთ სახლში (ან რეანიმაციაში)...
წარმატებები!