Friday, September 16, 2011

ლიფის საერთაშორისო დღე!



დღეს საღამოს, პირწიგნაკზე შევდივარ და რას ვხედავ :დ თითქმის ყველა გოგოს (და არამარტო გოგოს) კედელზე წერია ფერები ან უკეტეს შემთხვევაში ფრაზები "მწვანე- ყვავილებით"... დამაინტერესა რა ხდებოდა (თავისთავად). თავიდან ზუსტად ეგ გავიფიქრე, რომ ეს ფერები ე.წ. "ლიფის" ფერებს უნდა აღნიშნავდეს, მაგრამ ეჭვი შემეპარა :დ ერთ ბიჭს იმდენად თავდაჯერებულად ეწერა "მწვანე", რომ ეს ვერსია სრულიად გამოვრიცხე :დ მაგრამ მალევე ქრთამის ხარჯზე (რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებ) დავადგინე სიმართლე :) გადავწყვიტე 17 სექტემბერი "ლიფის საერთაშორისო დღედ" გამოვაცხადო... გილოცავთ გოგოებო (და არამარტო) და გისურვებთ რაც შეიძლება მეტი ლიფი შეგეძინოთ ციგნებში, თან სულ ფერად-ფერადები :) (ფასი 2 ლარი)...