Wednesday, September 28, 2011

ქალაქი სადაც ერთფეროვნებაა!!!

რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ ჩემთვის რა მოგწონს თბილისშიო, ვეტყოდი რომ ძალიან მაგარი ქალაქია და ძალიან მიყვარს, მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ... დღეს სულ სხვანაირად ვფიქრობ. ეს ქალაქი უზომოდ ერთფეროვანი გახდა. უკვე მაღიზიანებს ეს ყველაფერი. ყველაზე მეტად იმას ვერ ვეგუები, რომ 70 % მაინც "ჩამოსულები" არიან. მე არ ვაყენებ შეურაწყოფას ამ ადამიანებს, უბრალოდ ის მაღიზიანებს, რომ ეს ე.წ. "ჩამოსულები" ყველაფერს აკეთებენ საკუთარი თავის დანარჩენ საზოგადოებაში დასამკვიდრებლად, თან ყველაზე მეტად სასაცილო ისაა, რომ ზემოდანაც უყურებენ ყველას. ამოვიდა ყელში! ამას აშკარად ჯობია სადმე პროვინციაში წახვიდე საცხოვრებლად, სადაც მართლა ყველა ისეთია, როგორიც რეალურადაა. არ ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით, არ "წელავენ" სიტყვებს, არ გიყურებენ ზემოდან და ა.შ...


მოდით მოვითხოვოთ, იქნებ ისე მოხერხდეს რომ თბილისის მოსახლეობა ბათუმში გადაგვიყვანონ საცხოვრებლად?! იქნებ ცოტათი მაინც გახალისდეს ჩვენი ცხოვრება?

იმედია გავაღწევ ამ ქვეყნიდან და პირობას ვდებ, რომ სამუდამოდ უკან აღარ დავბრუნდები!

P.S. დიდ ბოდიშს მოვუხდი იმ ადამიანებს, ვინც თბილისში ჩამოსულია და კიდევ ვისაც თბილისი და ზოგადად საქართველო ძალიან უყვარს! მე ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე და თუ გინდათ თქვენც გაგვიმხილეთ თქვენი შეხედულებები ამ ლინკზე:
თავისუფალი ბლოგი