Showing posts with label ახალი წელი :). Show all posts
Showing posts with label ახალი წელი :). Show all posts

Tuesday, December 27, 2011

მხოლოდ თქვენ :)


3 იანვარს "თავისუფალი ბლოგი" 1 წლის ხდება :) მინდა ყველას უდიდესი მადლობა მოგიხადოთ, ვინც ერთხელ მაინც შემოაბიჯეთ და წაიკითხეთ ჩემი ხშირ შემთხვევაი გაუგებარი და არაფრისმთქმელი პოსტები, მაგრამ ვფიქრობ ზოგიერთი მათგანი საინტერესო იქნებოდა :)

მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ უამრავი წარმატება!

მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დაგაინტერესოთ :)

ვიწყებთ ახალ ეპოქას :დ და ველოდები თქვენგან როგორც მოწონებას, ისე კრიტიკას :)

P.S. მომიტევოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ამ 1 წლის განმავლობაში რომელიმე პოსტის საშუალებით შეურაწყოფა მიმიყენებია :) მე თქვენც მიყვარხართ სადღაც გულის სიღრმეში :)

Monday, December 5, 2011

საახალწლო კონკურსი



"თავისუფალი ბლოგი" გთავაზობთ საახალწლო კონკურსს დამწყები მომღერლებისათვის. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საკუთარი აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი მეილზე: bob115@mail.ru

მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა 10 კონკურსანტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს წინასაახალწლოდ გამართულ ფინალურ შოუზე.

განაცხადები მიიღება 15 დეკემბრამდე.

გთხოვთ მეილში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ნომერი.

წარმატებებს გისურვებთ!


Sunday, December 4, 2011

საახალწლო სამზადისი


უკვე დეკემბერია... ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ახალი 2012 წელი დადგება :) "თავისუფალი ბლოგიც" ერთვება საახალწლო ციებ-ცხელებაში... გვეწვიეთ რაც შეიძლება ხშირად და შეიქმენით საახალწლო განწყობა :)