Tuesday, November 1, 2011

ეჰ ბიძინა, ბიძინა...

სანამ უშუალოდ პოსტის წერას დავიწყებდე მინდა გითხრათ, რომ მე არ ვარ პოლიტიკით დაინტერესებული! არ ვუჭერ მხარს არც პოზიციას და არც ოპოზიციას! უბრალოდ პოსტის დაწერა მომინდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციას ვუყურე!!!


ბატონი ბიძინა რომ კაგი და ქველმოქმედი ადამიანია, ამაში საზოგადოება უკვე დიდი ხანია დარწმუნდა... მაგრამ ის არ არის კარგი პოლიტიკოსი და სამწუხაროდ ან სასიხარულოდ ამის პერსპექტივა არც მომავალში ჩანს. დავიწყოთ იქედან, რომ მის პრესკონფერენციაზე მისული ჟურნალისტებმა მრავალგზის შემოწმება გაიარეს. ამას არამხოლოდ ე.წ. "მთავრობის არხები", არამედ ოპოზიციური არხებიც ადასტურებენ. მათ შეუმოწმეს უბის წიგნაკებიც კი.

როგორც ჩანს ბატონ ბიძინას ჟურნალისტებთან ურთიერთობა მაინცდამაინც კარგად არ უნდა გამოსდიოდეს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ის კარგი პიროვნებაა, ეხმარება ადამიანებს და კიდევ უფრო მეტ დიდებას მოიპოვებდა პოლიტიკისაგან ისევ შორს რომ მდგარიყო. მაგრამ როგორც თავად განაცხადა, ვეღარ ეგუება ამ მთავრობის ბობოქრობას.

პირადად ჩემთვის ანუ საზოგადოების ერთ-ერთი რიგითი წევრისთვის ცოტა არ იყოს და რთული სანახავი იყო მისი დამოკიდებულება მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ. ივანიშვილი არ პასუხობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის და იმედის დასმულ შეკითხვებს. მეტიც! მათ აწყვეტინებდნენ საუბარს და მიკროფონს ან ურთავდნენ და უარეს შემთხვევაში საერთოდ ართმევდნენ.

არ მინდა პოლიტიკაში ჩარევა. უბრალოდ მომინდა ორი სიტყვით დამეწერა ჩემს ბლოგზე ჩემი შეხედულებები. დიახ ორი სიტყვით იმიტომ, რომ კიდევ ძალიან ბევრის თქმა შემიძლია!!! იმედია ასეთ მარაზმი საქართველოში აღარ განმეორდება!!!

და კიდევ! ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა შეცვალოს თავისი პრეს-მდივანი!!! არაფრისმომცემია ის!!!

ახლა მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია- "ეჰ ბიძინა, ბიძინა... არ ჯობდა სახლში ყოფილიყავი და გემართა შენი 5 მილიარდი?!".


P.S. არ დაგიმალავთ და პოსტის დაწერის ერთ-ერთი მიზეზი ბლოგის პოპულარიზაციაცაა :) იმედია ეს პოსტი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება :დ