Tuesday, September 13, 2011

მის სამყარო 2011- ფინალი

რამდენიმე საათის წინ, ბრაზილიაში გაიმართა მის სამყარო 2011-ს ფინალური შოუ. წელს საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე ეკა ღურცკაია წარადგენდა და რათქმაუნდა შინ ხელცარიელი დაბრუნდება. მის სამყარო 2011 გახდა ანგოლას წარმომადგენელი ლეილა ლოპესი, მეორე ადგილზე ჩვენი მეგობარი უკრაინა- ოლესია სტეფანკო გავიდა.

მე კი არ მაწუხებს ერთი კითხვა... რისთვის ტარდება საქართველოში სილამაზის კონკურსები? ალბათ მხოლოდ იმისთვის, რომ გამარჯვებული წავიდეს რომელიმე ამერიკულ ქვეყანაში სამოგზაუროდ და გასართობად... მეტი არაფერი არ შეიძლება დაერქვას ჩვენს მდგომარეობას. ნანუკა გოგიჩაიშვილი შემიძლია ჩავთვალო ყველაზე მოწესრიგებულ და წარმატებულ გოგოთ, მათ შორის ვინც საქართველოს ამ კონკურსზე წარადგენდა.

სექტემბრის ბოლოს კიდევ ერთი მის საქართველო გაიმართება და ვნახოთ ამჯერად ია კიწმარიშვილის გემოვნება როგორი იქნება...