Wednesday, July 27, 2011

აღარ მიყვარს! :) or :(


მე შენ მიყვარხარ... ყველაზე ბანალური და გაცვეთილი ფრაზა... იცი სულ ცოტა ხნის წინ მეც მეგონა ბევრი თქვენგანისავით, რომ სიყვარული მარადიულია და ის არასდროს ქრება... მაგრამ დღეს უკვე ბევრი რამ შეიცვალა ჩემთვის. ვფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე, რაც და ვინც მომწონს, მაგრამ ვიცი რომ ეს მოწონება და სიმპატია დროთა განმავლობაში გაივლის. 2 წელი მიყვარდა ისე, რომ მისგან თბილი და დამაიმედებელი სიტყვა არ გამიგია. ძალიან მიჭირდა, ვამბობდი რომ იმედი არ მქონდა ამ ურთუერთობის გამართლების, მაგრამ გულის სიღრმეში ეს იმედი მაინც არსებობდა, მართალია ძალიან მცირე დოზით, მაგრამ ხომ არსებობდა. მართალია რომ ამბობენ როცა გიყვარს ყოველი დღე მასზე ფიქრით იწყება და მთავრდებაო. მეც ასე ვიყავი. სულ ლიზიზე ვფიქრობდი, მინდოდა მასთან ყოფნა და ჩახუტება, მინდოდა მისგან რაც შეიძლება დიდი სითბო მეგრძნო, მაგრამ უშედეგოდ... არ ვიცი როდის დაიწყო ეს უკუპროცესი, როდის დაიწყო ჩემმა გრძნობებმა ნელ--ნელა ჩაძირვა... ის კი ვიცი რომ დღეს მე არ ვფიქრობ არავიზე. ეს კარგიცაა. უფრო მეტი დრო მრჩება მეგობრებისთვის და საქმისთის. მინდა ყველას გითხრათ, არ დაუშვათ შეცდომა და არ თქვათ რომ სიყვარული მარადიულია...! ის შეიძლება სრულიად მოულოდნელად გაქრეს და მისგან არაფერი დარჩეს...