Thursday, August 4, 2011

ყაზბეგი :)


რამდენიმე საათია რაც დავბრუნდი ყაზბეგიდან. გეტყვით რომ იქ ძალიან კარგია :) საუკეთესოდ დაისვენებთ და ნახავთ უამრავ საინტერესო რაღაცას. მინდა გითხრათ რომ გაოცებული ვარ. ამდენი ტურისტი ერთად არ მინახავს :D ძალიან ბევრი ტურისტია წელს საქართველოში და ძალიან მიხარია :) სხვათაშორის კარგები არიან და საყვარლები :) მთავარია ქართველებს არ გვანან :D საკმაოდ მოწესრიგებული ხალხია და პატივს ცემენ სხვის სამშობლოს, რაც ასევე ძალიან მომწონს. მე დრო უქმად არ გავატარე და სულ დავდიოდი ცემი პატარა კამერით და ყველაფერს ვიღებდი. გერგეთის სამებაში ავედი ფეხით და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ყველაზე მეტად ის გამეხარდა, რომ იქ ერთი ჩემი მეგობარიც ვნახე სრულიად შემთხვევით და მარტო სიარული აღარ მიწევდა :) მეორე დღეს მივადექი ჩვენი დიდი მეზობლის, რუსეთის საზღვარს :D 15 კილომეტრი ფეხით უნდა მევლო, მაგრამ საბედნიეროდ ავტოსტოპი არსებობს  : )) გამოჩნდა კეთილსინდისიერი ადამიანი და გამიყოლა :D ისიც კარგი იყო. განსაკუთრებით მომეწონა, ეკლესია რომელიც საზღვართან შენდება. ჩემი ბილაინის ნომერი რუსული და ქართული გახდა უცებ :D მოკლედ მომეწონა და გირჩევთ თქვენც წახვიდეთ ყაზბეგში. ახა კი ამ ვიდეოს გიტოვებთ :)