Saturday, July 30, 2011

BoomBully Beach Hostel Batumi-გზავნილი საყვარელ ადამიანს.


გამარჯობა საყვარელო. როგორ ხარ? იცი ახლა შენზე ვფიქრობდი და საერთოდ, სულ შენზე ვფიქრობ... ხომ იცი რომ ძალიან მენატრები, მითუმეტეს მაშინ, როცა ის წუთები მახსენდება, რომელიც მე და შენ ერთად გავატარეთ ბათუმის "ბუმბული ჰოსტელში". ეს იყო შეუდარებელი რამდენიმე დღე ჩვენს ცხოვრებაში. ახლაც აქ ვარ და wi-fi ინტერნეტით გიკავშირდები. იცი აქ ძალიან ბევრი ტურისტია, ქალები, კაცები... მაგრამ შენ შეუდარებელი ხარ :) იცი დღეს გასარუჯ ტერასაზე ვიყავი და მზეს რომ ვუყურებდი, შენ მახსენდებოდი :) ზღვაზე გავედი და ზღვის ტალღებს შეგადარე, მაგრამ ის შენ ვერაფრით შეგედრება. საღამოობით ჰოსტელის პატარა, მყუდრო და ლამაზ კაფეში ვჯდები ხოლმე და იქედან ვუყურებ შერატონსა და მზის ჩასვლას. აქ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და ერთად კარგად ვერთობით, მაგრამ უშენობა მაინც შეიმჩნევა. ჩვენ აქ ერთი დიდი ოჯახივით ვცხოვრობთ, დაცვაც კი ჩემი მეგობარია. ის სულ ჩვენთანაა, 24 საათის განმავლობაში. თავიდან ვშიშობდი აქ წამოსვლას, მეგონა ფული არ მეყოფოდა, მაგრამ აქ ისეთი ფასები დამხვდა, შეიძლება ითქვას უკან დაბრუნებაზეც აღარ ვფიქრობ :D გუშინ მე და 2 უცხოელი ტურისტი ბათუმში გავედით, ცოტა გავისეირნეთ, დავლიეთ. ჰოსტელში რომ დავბრუნდით ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავიტ, ძალიან ბევრი ვიხმაურეთ და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია :D მოკლედ საყვარელო, ახლა მე წავედი, ცოტას წავიხემსები და მერე ზღვაზე გავალ, გავირუჯები. სენ კი გახსოვდეს რომ ზალიან მიყვარხარ და ჰოსტელში გელოდები! დროებით.


P.S- პოსტში წარმოდგენილია 10 დადებითი მხარე ბუმბული ჰოსტელის.