Monday, August 8, 2011

ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია...

 
  ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, პირადად გადამხდა თავს. 2008 წლის 4 აგვისტო თენდებოდა, მე მე ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში ვიყავი დასასვენებლად.ზაფხულის ამ ერთ ჩვეულებრივ ღამეს რაღაც ხმაური ატყდა. მე ძალიან შემეშინდა. ეს იყო დასაწყისი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისა.
 
  სოფლის თავზე დაფრინავდნენ რუსული ბომბდამშენები, ისმოდა იარაღისა და აფეთქებების ხმა. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ყველა შეშინებული იყო. სოფელში ოჯახი არ დარჩენილა ზარალის გარეშე. იმსხვრეოდა მინები, ინგრეოდა სახლები... მე კი ამ ყველაფერს უმოქმედოდ ვუყურებდი...
ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ოფიციალურად ომი დამთავრდა, მაგრამ იმ სოფელში ყველაფერი მაშინ დაიწყო.
 
  16 აგვისტოს, იმ დროს როცა ამ ყველაფერს უკვე შეჩვეული ვიყავი, გავედი ქუჩაში და მარტო ვიჯექი. მოულოდნელად საშინელი ხმები გავიგონე, მიწა ზანზარებდა. გავიხედ-გამოვიხედე, გარეთ ჩემს გარდა არავინ იყო, გარდა რუსული ტანკებისა და ბეტეერებისა, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა. ერთ-ერთმა ტანკმა ჩემს წინ გააჩერა, საიდანაც 3 რუსული არმიის ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცი გადმოვიდა. რაღაცას მეკითხებოდნენ, მე კი არ მესმოდა, ძალიან დაბნეული ვიყავი, ვერაფერს ვამბობდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. არც კი მახსოვს რას ლაპარაკობდნენ ან რას აკეთებდნენ. უცებ სახლისკენ გავიქეცი... ცოტა ხანში სოფელი თითქმის დაცლილი იყო. ყველა იქვე, ახლოს ტყეში წავიდა თავის გადასარჩენად. მეც რათქმაუნდა მათთან ერთად წავედი. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. სიბნელეში "ვეყარეთ", ჩვენს თავზე კი თვითმფრინავები დაფრინავდნენ...
მეორე დღეს უკან დავბრუნდით და შედარებით მშვიდი სიტუაცია დაგვხვდა.... ასე თავის ნებაზე დადიოდნენ ტანკებით და სამხედრო მანქანებით რამდენიმე დღე...
 
  22 აგვისტოს ტყეში ხანძარი გაჩნდა. საშინელი კვამლი იყო. გაგვაფრთხილეს, რომ ოკუპანტები სოფლის დატოვებას აპირებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ გაანადგურებდნენ ყველაფერს, რასაც ტოვებდნენ. ადამიანს თვითგადარჩენის ინსტიქტი საკმაოდ ძლიერად აქვს განვითარებული. ჩვენ მიწისქვეშა სამალავებში ჩავედიტ, მაგრამ თუ რამე მოხდებოდა ესეც ვერ გვიშველიდა.ყველა ვითვლიდით სიცოცხლის ბოლო წუთებს...
ცოტა ხანში შეგვატყობინეს, რომ გარკვეული მიზეზების გამო რუსებს სოფლის დატოვება მსხვერპლის გარეშე მოუწიატ. ყველა ბედნიერი იყო და ერთმანეთს ულოცავდა. როგორც ჩანს ყველაფერი ასეთუისე კარგად დამთავრდა.
 
  1 სექტემბერს მეც ჩავდექი ცოცხალ ჯაჭვში და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ეს წუტები ძალიან მეამაყებოდა იმიტომ, რომ ვხედავდი მთელი საქართველო ერთად იდაგა.