Friday, August 26, 2011
დროებით!
ჩემო ერთგულებო :)) ძალიან მიყვარს ყველა ის ადაიანი, ვინც თუნდაც ერთხელ შემოვიდა ჩემს ბლოგზე და თვალი გადაავლო ჩემს უაზრო ან აზრიან პოსტებს :) მე თქვენი ერთგული ვარ :) ახლა უნდა წავიდე, ცოტა დავისვენო :) დაგიბრუნდებით დაახლოებით 1 კვირაში (ან შესაძლოა არასდროს)... იცოდეთ რომ მე თქვენ ყოველთვის მეყვარებით :) ყურადრება მიაქციეთ ჩემს პატარა "თავისუფალ ბლოგს"... <3
ხალხს "ლაიქები" ენანება!!!
ცოტა არ იყოს და ნერვები მეშლება! მესმის რომ დღეს ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება ადამიანს თხოვო ფულით, საჭმელით, სასმელით ან ტანსაცმლით დახმარება, მაგრამ ვერ დაგეხმაროს. ეს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ რატომ უნდა დაგენანოს 1 Facebook-ის ლაიქი (LIKE) მაშინ, როცა ამით არც ფული გაკლდება და არც სხვა ზემოთ ჩამოთვლილი არაფერი!!!
ყველაზე მეტად ყოველი ასეთი თხოვნისას, მაოცებს პასუხი- "შენ რომ დაგეხმარო, ამით მე რა სარგებელი მექნება?" და კიდევ სხვა ამგვარი პასუხები...
სიტყვებიც არ მაქვს, რომ დავწერო... გარდა ერთისა: "სამწუხაროა და საშინელი"...!!!
და მაინც :) დამეხმარეთ და დაალაიქეთ ეს ფოტო! :)
Wednesday, August 24, 2011
მომავალი ვარსკვლავები
წარმოიდგენთ თანამედროვე სიმღერების კონკურსს "მომავალი ვარსკვლავები 1". მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგზავნეთ მაილზე: starshowgeo@mail.ru განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 4 სექტემბერი. მოსმენა გაიმართება 5 სექტემბერს!
განაცხადის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ!
Thursday, August 18, 2011
მიწისძვრაგამოვლილი ბლოგი!
ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ბლოგი პირველი განიხილავს დღევანდელ მიწისძვრას :) როგორც ქალბატონი ნანუკა იტყოდა "ექსკლუზივი თავისუფალ ბლოგზე"!!!
18 აგვისტო ჩემთვის არაფხიზელ მდგომარეობაში დაიწყო, მაგრამ ეს ალბათ ნაკლებად საინტერესო იქნება :) შუადღის ზუსტად 4 საათი იყო, როცა უსაქმურად ვიჯექი Facebook-ში და ერთ-ერთ მეგობრისგან გავიგე, რომ მიწა შეზანზარებულა ანუ მიწისძვრა მომხდარა. მე კი არაფერი გამიგია :D პრინციპში რას გავიგებდი, ბოლო ხმაზე ვუსმენდი რარაცეებს და მთლიანად ოთახი ისეც "ყანყალობდა". ეს ინფო გადავამოწმე. ფორუმზე რომ შევედი პირველად პირველად დავინახე ასეთი რაღაც :D ყველა განყოფილებაში იყო გახსნილი თემა მიწისზვრასთან დაკავშირებით.მერე რაღაცეები კიდევ გავარკვიე და გახარებული დავრჩი, რომ საერთოდ დავრჩი აქ :)
ხო და კიდევ! კარგად იმოქმედა ამ მიწისძვრამ ერთ-ერთი სადაზღვეოს რეკლამაზე. Facebook-ზე მათ დაწერეს: "ისეთი მოულოდნელობების წინასწარ გათვლა, როგორიცაა მიწისძვრა, ან სხვა სტიქიური უბედურებაა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. გაუთვალისწინებელი მოვლენების შედეგად დამდგარი ფინანსური ზარალისაგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება დაზღვევაა, ამიტომ დააზღვიეთ თქვენი ქონება და იცხოვრეთ მშვიდად".
ახლა ველოდები კიდევ პატარა მიწისძვრებს, ქართველმა სეისმოლოგებმა დაგვაიმედეს კიდევ იქნებაო (უნდა დავუჯეროთ! პროფესიონალებ არიან!!!) და იქნება ახლა მაინც ვიგრძნო რამე :დ
Monday, August 15, 2011
მზის სახლის ფინალი
25 მაისს დაიწყო და დაიწყო... თავიდან დიდი ინტერესით ვუყურებდი, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ხმამაღალი განაცხადი გააკეთა ტელეკომპანია მზემ- "ასეთი პროექტი საქართვველოში ჯერ არ ყოფილა... ეს იქნება ყველაზე მასშტაბური რელითი შოუ"... მეორე მიზეზი ის იყო რომ ჩემი მეგობარი მონაწილეობდა- სალი სორდია. რაღა დაგიმალოთ და მეც გავგზავნე ანკეტა, მაგრამ პასუხად მომივიდა, რომ მე ასაკი ხელს არ მიწყობს პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ 3 თვე გრძელდებოდა პროექტი... ზოგი მიდიოდა და ზოგი მოდიოდა (მაგრამ უკან მიდიოდნენ უმეტესწილად). იყო ბევრი ინტრიგა, კამათი, ხელით შეხება, ცრემლები, მონატრება, გაგდება, სიყვარული... მთლიანობაში პროექტი არცისე უინტერესო იყო. დიდხანს ველოდით ვინ დაიკავებდა VIP ოთახს. როგორც იქნა გამოჩნდა გაბედული წყვილი დათო და ნინის სახით. ნელ-ნელა მივუახლოვდით ფინალს. მოდით განვიხილოთ ფინალი.
დავიწყოთ იქედან, რომ როგორც დავასკვენი ტელეკომპანია მზეს არ აქვს არანაირი ბიუჯეტი, რადგან მონაწილეები 1 დგით ადრე გაუშვეს სახლში. ნუთუ ამხელა ტელევიზიას იმის საშუალება არ აქვს, რომ რეალითი სოუს 10 მონაწილეს საკუთარი სახსრებით გაუკეთოს გრიმი, ჩააცვას და სალონში წაიყვანოს?! ეს უხეშად რომ ვთქვათ "გავატაროთ". 14 აგვისტოს ერთ-ერთი რესტორნის "ეზოში" 21:10 წუთზე დაიწყო ფინალური შოუ. აპარატურის დონე იყო ნული (0), სცენა საერთოდ არ არსებობდა, ძველი მონაწილეები არავის გახსენებია და მიწვევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პრიზები ყველა მონაწილესო და არცისე სახარბიელო პრიზები გადასცეს მათ :D ნაზღაიძის გადასვლები ერთი ადგილიდან მეორეზე, სტუმრების, მონაწილეებისა და წამყვანების უაზროდ ხეტიალი და უაზრო რეპლიკები. აი ეს იყო ფინალი...
მივედით გამარჯვებულებამდე როგორც იქნა. ბექა ელბაქიძე მივიდა მიკროფონთან (რომელშიც ხმა ძლივს ისმოდა) და გამოაცხადა რომ მისი რჩეული გახდა ადამიანი, რომელიც მომავალი სეზონის განმავლობაში იქნება ტელეკომპანიის თანამშრომელი და "მზის სახლი 2"-ს წამყვანი (თანა) და ეს ადამიანი გახდლავტ გიორგი ნაზღაიძე... ერთადერთი მუხტი, რაც ამ სიტყვების შემდეგ ვიგრძენი, იყო მთვრალი ნაზღაიძის ემოციების გამოხატვა ტირილით და ხტუნვით.
შემდეგ უკვე გამარჯვებული წყვილი უნდა გამოვლენილიყო. და ეს გახდა ნინი ჟიჟავაძე და დათო ხაბულიანი. ისინი 1 კვირით ევროპაში გაემგზავრებიან. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ხაბულიანი ტელეკომპანია მზეშიც იმუშავებს. თუმცა არც ეკას და ძიკის წყვილი დარჩენილა ისე. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული მათი წყვილია. მათ მოიგეს ავტომობილი, რომელიც 1 კვირიან მოგზაურობას აშკარად ჯობია.
მაშ ასე დამთავრდა მზის სახლი 1... დაველოდოთ, ვინ იცის იქნებ მზის დანაპირები მეორე სეზონზე მაინც გამართლდეს.
P.S. ეს არ იყო მზისადმი და უშუალოდ პროექტისადმი აგრესიის გამოხატვა! მე უბრალოდ ჩემი სეხედულებები გაგიზიარეთ! იმედია 2 სეზონზე მაინც შევალ იქ და შეგხვდებით! :)
Thursday, August 11, 2011
Monday, August 8, 2011
ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია...
ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, პირადად გადამხდა თავს. 2008 წლის 4 აგვისტო თენდებოდა, მე მე ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში ვიყავი დასასვენებლად.ზაფხულის ამ ერთ ჩვეულებრივ ღამეს რაღაც ხმაური ატყდა. მე ძალიან შემეშინდა. ეს იყო დასაწყისი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისა.
სოფლის თავზე დაფრინავდნენ რუსული ბომბდამშენები, ისმოდა იარაღისა და აფეთქებების ხმა. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ყველა შეშინებული იყო. სოფელში ოჯახი არ დარჩენილა ზარალის გარეშე. იმსხვრეოდა მინები, ინგრეოდა სახლები... მე კი ამ ყველაფერს უმოქმედოდ ვუყურებდი...
ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ოფიციალურად ომი დამთავრდა, მაგრამ იმ სოფელში ყველაფერი მაშინ დაიწყო.
16 აგვისტოს, იმ დროს როცა ამ ყველაფერს უკვე შეჩვეული ვიყავი, გავედი ქუჩაში და მარტო ვიჯექი. მოულოდნელად საშინელი ხმები გავიგონე, მიწა ზანზარებდა. გავიხედ-გამოვიხედე, გარეთ ჩემს გარდა არავინ იყო, გარდა რუსული ტანკებისა და ბეტეერებისა, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა. ერთ-ერთმა ტანკმა ჩემს წინ გააჩერა, საიდანაც 3 რუსული არმიის ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცი გადმოვიდა. რაღაცას მეკითხებოდნენ, მე კი არ მესმოდა, ძალიან დაბნეული ვიყავი, ვერაფერს ვამბობდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. არც კი მახსოვს რას ლაპარაკობდნენ ან რას აკეთებდნენ. უცებ სახლისკენ გავიქეცი... ცოტა ხანში სოფელი თითქმის დაცლილი იყო. ყველა იქვე, ახლოს ტყეში წავიდა თავის გადასარჩენად. მეც რათქმაუნდა მათთან ერთად წავედი. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. სიბნელეში "ვეყარეთ", ჩვენს თავზე კი თვითმფრინავები დაფრინავდნენ...
მეორე დღეს უკან დავბრუნდით და შედარებით მშვიდი სიტუაცია დაგვხვდა.... ასე თავის ნებაზე დადიოდნენ ტანკებით და სამხედრო მანქანებით რამდენიმე დღე...
22 აგვისტოს ტყეში ხანძარი გაჩნდა. საშინელი კვამლი იყო. გაგვაფრთხილეს, რომ ოკუპანტები სოფლის დატოვებას აპირებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ გაანადგურებდნენ ყველაფერს, რასაც ტოვებდნენ. ადამიანს თვითგადარჩენის ინსტიქტი საკმაოდ ძლიერად აქვს განვითარებული. ჩვენ მიწისქვეშა სამალავებში ჩავედიტ, მაგრამ თუ რამე მოხდებოდა ესეც ვერ გვიშველიდა.ყველა ვითვლიდით სიცოცხლის ბოლო წუთებს...
ცოტა ხანში შეგვატყობინეს, რომ გარკვეული მიზეზების გამო რუსებს სოფლის დატოვება მსხვერპლის გარეშე მოუწიატ. ყველა ბედნიერი იყო და ერთმანეთს ულოცავდა. როგორც ჩანს ყველაფერი ასეთუისე კარგად დამთავრდა.
1 სექტემბერს მეც ჩავდექი ცოცხალ ჯაჭვში და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ეს წუტები ძალიან მეამაყებოდა იმიტომ, რომ ვხედავდი მთელი საქართველო ერთად იდაგა.
Thursday, August 4, 2011
ყაზბეგი :)
რამდენიმე საათია რაც დავბრუნდი ყაზბეგიდან. გეტყვით რომ იქ ძალიან კარგია :) საუკეთესოდ დაისვენებთ და ნახავთ უამრავ საინტერესო რაღაცას. მინდა გითხრათ რომ გაოცებული ვარ. ამდენი ტურისტი ერთად არ მინახავს :D ძალიან ბევრი ტურისტია წელს საქართველოში და ძალიან მიხარია :) სხვათაშორის კარგები არიან და საყვარლები :) მთავარია ქართველებს არ გვანან :D საკმაოდ მოწესრიგებული ხალხია და პატივს ცემენ სხვის სამშობლოს, რაც ასევე ძალიან მომწონს. მე დრო უქმად არ გავატარე და სულ დავდიოდი ცემი პატარა კამერით და ყველაფერს ვიღებდი. გერგეთის სამებაში ავედი ფეხით და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ყველაზე მეტად ის გამეხარდა, რომ იქ ერთი ჩემი მეგობარიც ვნახე სრულიად შემთხვევით და მარტო სიარული აღარ მიწევდა :) მეორე დღეს მივადექი ჩვენი დიდი მეზობლის, რუსეთის საზღვარს :D 15 კილომეტრი ფეხით უნდა მევლო, მაგრამ საბედნიეროდ ავტოსტოპი არსებობს : )) გამოჩნდა კეთილსინდისიერი ადამიანი და გამიყოლა :D ისიც კარგი იყო. განსაკუთრებით მომეწონა, ეკლესია რომელიც საზღვართან შენდება. ჩემი ბილაინის ნომერი რუსული და ქართული გახდა უცებ :D მოკლედ მომეწონა და გირჩევთ თქვენც წახვიდეთ ყაზბეგში. ახა კი ამ ვიდეოს გიტოვებთ :)
Subscribe to:
Posts
(
Atom
)