Sunday, April 24, 2011

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!


მართლმადიდებელი სამყარო 24 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

23 აპრილს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომელიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

დღეს მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიური ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

Friday, April 22, 2011

“დავიწყებული მეფე”- მსოფლიო რეკორდი!



პირველი ქართველი რეჟისორი, რომელმაც დაამთავრა ლოს-ანჯელესის კინოსკოლა. ნიკოლოზ ხომასურიძემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად დაიწყო ახალ ფილმებზე მუშაობა. მისი პირველი ფილმი იყო “დიდგორ-თავგანწირულ რაინდთა სამშობლო”. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც დიდგორის ბრძოლას ეხება. რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია “მამაჩემის გერლფრენდი”.

ახლახანს კი ნიკოლოზ ხომასურიძემ დაამთავრა მუშაობა ახალ ფილმზე, რომელიც ერთი უწყვეტი კადრის პრინციპით არის გადაღებული. ესაა მსოფლიო რეკორდსმენი ფილმი “დავიწყებული მეფე”. გადამღები ჯგუფი ჰოლივუდიდან იყო ჩამოსული, რაც ქართულ ფილმში უკვე დიდ პერსპექტივას ნიშნავს. ფილმი მოგვითხრობს ჰოლივუდიდან სამშობლოში დაბრუნებული რეჟისორის, დემეტრესა და მისი მეუღლის დროში მოგზაურობაზე. ფილმში მოქმედება იწყება 11.11.11 ანი 2011 წლის 11 ნოემბერს. შეხვედრა თამარ მეფესთან, შოთა რუსთაველთან, ილია ჭავჭავაძესთან, სტალინთან და ჰიტლერთან. ფილმში საქართველოს ისტორიის რამდენი ეპოქაა გაერთიანებული. “დავიწყებულ მეფე”-ში მონაწილეობას იღებენ ისეთი მსახიობები, როგორებიცაა: დავით ქაცარავა, სალომე ფაღავა, ელგუჯა ბურდული, ლევან ჯიბღაშვილი, სალომე გასვიანი, ანნი იმნაძე და სხვა. ფილმის გადაღება კინოსტუდია “ქართული ფილმი”-ს ერთ-ერთ პავილიონში მიმდინარეობდა, ხოლო მისი რეკორდი იმაში გამოიხატება რომ, ესაა 105 წუთიანი ფილმი ერთ დუბლად გადაღებული, რაც აქამდე მსოფლიო კინემატოგრაფიაში არ დაფიქსირებული. მისი წინამორბედი ფილმი, ამავე რეკორდის პრინციპით იყო “რუსული თაღი”-90წუთი ერთ დუბლში. ფილმის პრემიერა მარტის ბოლოსაა დაგეგმილი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ფილმის დიდ ეკრანებზე გამოჩენას.

წაიკითხეთ მეტი: http://kinoblogi.ge/2011/03/the-forgotten-king/#ixzz1KFgbEWKR

Friday, March 18, 2011

მამაჩემის გერლფრენდი - პრემიერა


17 მარტს, კინოთეატრ რუსთაველში კიდევ ერთი ახალი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ნამუშევარმა, რომელსაც "მამაჩემის გერლფრენდი" ჰქვია, დიდი მოწონება დაიმსახურა. კინოთეატრში შეკრებილი მსახიობები, გადამღები ჯგუფი და უბრალოდ ის ადამიანები ვისაც ქართული კინო უყვარს, ამბობენ რომ ფილმი შედგა.

ნინო, 31 წლის (მაყურებელი)
: ძალიან მომეწონა ფილმი, საინტერესო სანახავია და მიხრია რომ საქართველოში ასეთ ფილმებს იღებენ.

გუგა, 19 წლის (მაყურებელი):
მაგარი ფილმია, ბევრი ვიცინე.

 "მამაჩემის გერლფრენდი" როგორც ჩანს მალე კიდევ ახალ ვარსკვლავებს ამოაკაშკაშებს, მაგალითად იუნა შაფათავა, რომელიც ძალიან თამამი სცენებით გამოირჩევა, ანი იმნაძე, სოფო სებისკვერაძე, ლია გოგიძე, ირაკლი მიქავა და სხვა. როგორც რეჟისორი, ნიკა ხომასურიძე აცხადებს, ფილმი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან მონტაჟის პროცესს არ ესწრებოდა, მაგრამ მთლიანობაში კარგი საყურებელი ფილმია და მაყურებელსაც მოეწონება. "მამაჩემის გერლფრენდი" ქართულ კინოეკრანებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მისი გატანა უკვე დსთ-ს ქვეყნებშიც მოხდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მის წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი.


Tuesday, March 15, 2011

Smart Club


თიბისი ბანკმა, რომელიც მუდმივად სასიამოვნო სიახლეებს გვთავაზობს შექმნა უამრავი კარგი პროექტი, მაგრამ მათგან საუკეთესო Smart Club-ია. სმარტ კლუბი თავის მომხმარებლებს მუდამ საინტერესო აქციებსა და კონკურსებს სთავაზობს. მათგან ჩემთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ფოტო კონკურსი და ბლოგერების კონკურსი. ორივე კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას და ვცდილობდი ლაიქების დაგროვებას, მაგრამ მმ არ გამომივიდა გამარჯვება :))) მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა რომ სმარტმა არავის დაგვწყვიტა გული და მოგვიწყო ძალიან კარგი ივენთები. ალბათ ამან განაპირობა რომ სმარტს ყველაზე მეტი "ფანი" ჰყავს Facebook-ზე. მე მინდა ამ პოსტიტ სმარტს მადლობა გადავუხადო. იმედია ასე გააგრძელებენ და შემდეგში უკვე მსოფლიოს მასშტაბებით გახდება პოპულალური სმარტის გვერდი ფეისბუქზე. წარმატებები!

მამაჩემის გერლფრენდი


17 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი- "მამაჩემის გერლფრენდი" გამოდის. ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერი ნიკა ავალიანია, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, ხოლო ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: დათო ქაცარავა, შორენა ბეგაშვილი, გიორგი მეგრელიშვილი, ანი იმნაძე, სოფო სებისკვერაძე, იუნა შაფათავა, იმედა არაბული, ალეკო მახარობლიშვილი, ლია გოგიძე, მამუკა ლორია, სალომე ფაღავა. როგორც ფილმის შემქმნელები ამბობენ, ასეთი ფილმი საქართველოში ჯერ არ გადაღებულა. ბევრი action და ბევრი სიცილი. აი რა გელოდებათ კინოთეატრებში. ბილეთების შეძენა შეგეძლებათ 16 მარტიდან. ფილმი საქართველოს ყველა კინოთეატრს მოიცავს და შემდეგ უკვე დსთ-ს ქვეყნებშიც გავა.

Sunday, March 13, 2011

იაპონია :(

იაპონიაში მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით მინდა მთელს მსოფლიოს და იაპონელ ხალხს მივუსამძიმრო!

Thursday, March 10, 2011

"Wall"- movie promo 1