Wednesday, July 13, 2011
Monday, July 4, 2011
უსათაუროდ!
ეხლა 01.32 PM-ია!!! ვიჯექი კომპთან და საქმე რო არაფერი მაქ გადავწყვიტე რაღაც დამეწერა ბოგზე. არც ვიცი რაზე ან ვიზე ვწერ. ვწერ ყველაზე ბანალურ თემაზე- სიყვარულზე :D არადა ვიცი რომ ბანალურია, მაგრამ ხო იცით სიყვარული რომისავითაა :D ყველა გზას მაგ ორთან მივყავართ :D ესეიგი ისიც კი არ ვიცი რა დავწერო სიყვარულზე. რა არის საერთოდ ეს სისულელე? არსებობს თუ უბრალოდ შეჩვევაა? მე მძულს სიყვარული!!! რა საჭიროა? ამჯერად არავინ მიყვარს და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ :) ეხლა უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე მაშინ :) მგონი ჯობია ეხლა გავჩერდე, თორემ ზედმეტად ბანალურობაში გადავიჭრები და ვეღარ ამოვალ ამ ბანალურობის წიაღიდან :) P.S-დააკვირდით რამდენჯერ გამოვიყენე სიტყვა ბანალურობა........ ფუუ ესეც უკვე ბანალურობაა!!! (მეზიზღება)
Saturday, July 2, 2011
მზის სახლი-პროექტს მიღმა დარჩენილი მონაწილეები!
ტელეკომპანია მზის ეთერში 25 მაისიდან გადის რეალითი შოუ "მზის სახლი". თავიდან პროექტში 10 მონაწილე შევიდა. 5 გოგო და 5 ბიჭი (მგონი ლოგიკურია). მოდით განვიხილოთ ის ადამიანები ვინც პროექტი უკვე დატოვა.
პირველი იყო მარი გოგინაშვილი. მარიმ პროექტი 5 გაფრთხილების გამო დატოვა, არადა საყვარელი იყო. წესით არ უნდა გაეშვათ, პირველ კვირა იყო და ბოლომდე გათავისებული არ ქონდათ ის წესები რაც პროექტში იყო დაწესებული. მოკლედ მარი ერთ-ერთი იყო ვიზეც გული დამწყდა.
შემდეგი მზის სახლის მონაწილე, რომელმაც პროექტი დატოვა იყო დათო ზურაბაშვილი. დათო პირველი შაბათის ხმის მიცემით გახდა დამარცხებული. თითქმის ყველა მონაწილემ დაასახელა ის. შეიძლება ითქვას, რომ დათოს წასვლით პროექტს თითქმის არაფერი დაკლებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამდენიმე გოგომ შეწყვიტა შოუს ყურება, რადგან ისინი დათოს უყურებდნენ :)
დათოს წასვლის შემდეგ პროექტში 2 მონაწილე შემოიყვანეს. მათგან ერთი იას შეყვარებული შაკო იყო. მონაწილეებმა შაკოს პროექტი დაატოვებინეს, მაგრამ იამ ეს ვერ მოითმინა და განაცხადა რომ იმ სახლში მის დარჩენას აზრი არ ჰქონდა, თუ შაკოსთან ერთად არ იქნებოდა. ამჯერად მოვიშვეიებ ფრაზას "სიყვარულო ძალსა შენსა"... სიყვარულმა სძლია ყველაფერს და რამდენიმე საათში იაც გაყვა მის მიჯნურს. ია კარგი გოგოა, მოგვენატრა მისი ცრემლები.
თეო ასკურავას მოღვაწეობა 1 კვირას გაგრძელდა, მაგრამ მან მოასწრო ბექა ელბაქძესთან კამათი :) მომდევნო შაბათს მონაწილეებმა თეოს ერთხმად დაადეს ბანი.
პროექტში შემოვიდა გუკა ადამია და განაცხადა რომ მას უყვარს სალი სორდია. ცოტა ხმამაღალი განცხადებაა, როცა პირველივე ჯერზე ასახხელებ შენს სიმპატიებს. გუკა ადამიამ მონაწილეთა ხმებით დატოვა პროექტი. მას ყველაზე მეტად სწორედ სალის მიერ მიცემული მინუს ხმა "გაუტყდა".
აი მოვიდა შაბათი. მონაწილეები გადავიდნენ "ძველების" დასახელებაზე. ხმების უმრავლესობა სალი სორდიამ მიიღო და მან დატოვა პროექტი. არადა ძალიან ნიჭიერი გოგოა. კარგი ხედვა აქვს და ტელევიზიას ნამდვილად კარგად გამოადგებოდა. სალი ჩემს ფავორიტებში 1 ადგილს იკავებდა და იკავებს!
გიორგი გიორგობიანმა პროექტი საკუთარი სურვილით დატოვა. როგორც შემდეგ ლაპარაკობდნენ, ეს ახალი სალომეს ზემოქმედებით მოხდა.
და ბოლოს ახალ სალომეს ანუ სალი სულავას და დათო ხაბულიანს დაატოვებინეს პროექტი წესების უხეშად დარღვევისთვის. სალომე რატომღაც თავიდანვე აგრესიული და ძალიან თავდაჯერებული იყო, მაგრამ ბოდიში საყვარელო რომ შენი რწმენა საკუთარი თავისადმი არ გამართლდა!
Labels:
შოუბიზნესი
Sunday, June 5, 2011
"აგვისტოს 5 დღე"- ყველა მონაწილე
5 ივნისს, თბილისში "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა შედგა. წარმოგიდგენთ ფილმის მონაწილეებს.
რუპერტ ფრენდი
ველ კილმერი
ენდი გარსია
დინ კეინი
ემანუელ შრიკი
რიჩარდ კოელი
ანტე ტროე
რადე შერბეჯია
მიშა გომიაშვილი
ჯონათონ შაეჩი
ანა ველტონი
გივი სიხარულიძე
ანი იმნაძე
ლაშა კანკავა
რუპერტ ფრენდი
ველ კილმერი
ენდი გარსია
დინ კეინი
ემანუელ შრიკი
რიჩარდ კოელი
ანტე ტროე
რადე შერბეჯია
მიშა გომიაშვილი
ჯონათონ შაეჩი
ანა ველტონი
გივი სიხარულიძე
ანი იმნაძე
ლაშა კანკავა
Labels:
შოუბიზნესი
Sunday, May 15, 2011
ქერა თუ შავგვრემანი- ბოზი თუ პატიოსანი?
ჩემს ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა ერთი ქართული მენტალიტეტით გაჟღენთილი ადამიანი და გადავწყვიტე შემდეგი პოსტის დაწერა. ის ამბობს რომ ქერა გოგო არის იგივე "ნაშა". ასეთ ადამიანებს რომ ვუგდოთ ყური, თმის საღებავები რომლითაც ქერად შეიძლება თმის შეღებვა, ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ. მაგრამ საბედნიეროდ მე და ალბათ ბევრი ჩემსავით მოაზროვნე ადამიანი არ ეთანხმება ამ აზრს. დღეს ადამიანი ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის რომ საზოგადოებაში დაიმკვიდროს ადგილი. ზოგი იხდის, ზოგი ფილარმონიის სცენაზე ჭამს, ზოგი კი თავის ვითომ სკანდალური განცხადებებით და ჭორებით ცდილობს პოპულარობის მოხვეჭას. მაგრამ ამ ადამიანებს ვერ გავკიცხავთ, მაშინ როცა ერთი ნაწილი პოპულარობას კონკრეტული ადამიანის შეურაწყოფით ცდილობს. და მაინც რა უნდათ მათ? მოდი აბა დავფიქრდეთ, რატომ ზის ქართველების ნაწილში შეხედულება ქერა გოგოების ბოზობასთან დაკავშირებით? ნუთუ 21-ე საუკუნის შვილებმა ვერ ისწავლეს, რომ ადაიანის პატიოსნება იმიჯით და ვიზუალური მხარით არ გამოირჩევა. მიმოვიხედოთ გარშემო, შევხედოთ ჩვენს დებს, დედებს, დეიდებს, ნათესავებს ან უბრალოდ მეგობრებს... რამდენ ნაშას ვიპოვით თმის ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. ამიტომ მოდი თავი შევიკავოთ ისეთი განცხადებებისგან როგორიცაა: "ჯერ იმ ქერა ნაშის ნამღერისთვის მოგესმინა"... გზა გავუხსნათ ამგვარი აზრებს ჩვენგან განდევნას და ვიფიქროთ ცივილიზებული ადამიანებივით!
Saturday, May 14, 2011
EUROVISION 2011
ალბათ ჩემს ბლოგზე რომ შემოდიხართ, ბლოგის სახელიდანვე ხვდებით რომ რასაც მინდა იმას დავწერ, ტან თავისუფლად. რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ევროვიზია 2011. სიმართლე რომ გითხრათ ყველა სიმღერის კონკურსში, სილამაზის კონკურსში, სპორტულ შეჯიბრებებში და ა.შ. ყოველთვის ვგულშემატკივრობ საქართველოს, მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა. ეს ერთი შემთხვევა იყო გამონაკლისი. პირველად მოხდა რომ გამეხარდა საქართველოს არცთუ ისე დიდი წარმატება. ELDRINE არის დღემდე ჩემთვის ის ჯგუფი, რომელსაც ჰყავს განუმეორებელი სოლისტი- თაკო ვადაჭკორია და არა ის ჯგუფი, სადაც სრულიად შემთხვევით მოხვდა სოფო ტოროშელიძე. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ სოფოს ჯგუფში ყოფნის დიდი წინააღმდეგი ვიყავი და ვიცოდი რომ 9-ე ადგილს ვერც გავაუმჯობესებდით. გაუმართლა საქართველოს, რომ ფინალში რამდენიმე მონაწილე ჩვენზე სუსტი იყო, თორემ შეიძლებოდა 25-ე ადგილსაც დავჯერებოდით. ძალიან გამიხარდა აზერბაიჯანის გამარჯვება. მართლაც კარგი სიმღერა და შემსრულებლები ჰყავდათ წელს. იმედია ევროვიზია 2012 -ზე მაინც გავგზავნით ღირსეულ შემსრულებელს (სიმღერა წელსაც შესანიშნავი იყო) და ის მაინც გაამართლებს ქართველი ხალხის იმედებს.
Labels:
შოუბიზნესი
Monday, May 2, 2011
GEORGIAN STAR SHOW
"საერთო გაზეთი", "თავისუფალი ბლოგი" და "instyle.ge" წარმოგიდგენთ კონკურსს დამწყები მომღერლებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ამისათვის საჭიროა გამოგზავნოთ ვიდეო, სადაც კარგად ჩანს თქვენი ვოკალური მონაცემები. ჟიურის წევრები შეარჩევენ 10 საუკეთესოს და შემდეგ დაიწყება ფინალი. გელოდებით. გამოგზავნეთ ვიდეოები მაილზე starshowgeo@mail.ru
Subscribe to:
Posts
(
Atom
)























