Saturday, December 13, 2014

მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა...

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ეთერ კაკულიას მძიმე ავადმყოფობა აღმოაჩნდა.
ქალბატონი ეთერი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ადამიანი არამხოლოდ ქართულ შოუბიზნესში, არამედ მთლიანად თბილისსა და საქართველოში.
29 ნოემბერს, ეთერ კაკულიამ 32 წლის იუბილე აღნიშნა დიდ საკონცერტო დარბაზში და აქვე მას ვარსკვლავი გაუხსნეს.

Thursday, December 11, 2014

ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ოქროს გლობუსის მოლოდინშია!


ქართული კინო ნელ-ნელა ცდილობს ჭაობიდან ამოსვლას და ძველი დიდების დაბრუნებას. რამოდენიმე რეჟისორს ეს არაჩვეულებრივად გამოსდის და მათი საქმიანობაც შესაბამისად ფასდება. ერთ-ერთი მათგანია ზაზა ურუშაძე. მისი ფილმი - "მანდარინები" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინო პრემიის, "ოქროს გლობუსის" ნომინანტად დასახელდა.
"ოქროს გლობუსს" მეორენაირად ოსკარების რეპეტიციასაც უწოდებენ.
"მანდარინები" წლის 5 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის უკვე დასახელდა.
საკონკურსო სექციაში ის ესტონეთის სახელითაა წარდგენილი, რადგან ქართულ-ესტონური პროდუქციაა.
ფილმში მთავარ როლებს მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი, ელმო იუგანენი და რავიო ტრასსი ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი მოხალისე მეომარი და დაქირავებული ჩეჩენი ბოევიკი ერთმანეთს უპირისპირდებიან.

"მანდარინები" ოსკარზეც არის წარდგენილი ამავე ნომინაციაში.
"ოქროს გლობუსის" დასკვნითი შოუ 11 იანვარს გაიმართება.

Sunday, December 7, 2014

ახალი ტელეკომპანია, ახალი გადაცემები... რას გვთავაზობს STV ?



მალე, ტელეკომპანია "STV" ახალ სეზონს იწყებს. ეს არის სტუდენტური ტელევიზია, რომელიც სრულიად არაპოლიტიზირებულია.
ტელეკომპანია ბევრ საინტერესო გადაცემას გვპირდება.
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთი პროექტის "ქავერ შოუს" ავტორს, კახა აბუაშვილს:

"ტელეკომპანია STV არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში. მართალია მას სტუდენტური ტელევიზია ქვია, მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენი გადაცემები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროექტს, "ქავერ შოუ" არის მუსიკალური კონკურსი ბენდებისთვის. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მონაწილე ჯგუფები უნდა ასრულებდნენ უკვე კარგად ნაცნობი სიმღერების ქავერ ვერსიებს. პროექტზე მუშაობა დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ, რასაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ".

როგორც ზემოთ გავიგეთ, რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 დეკემბრამდე. მონაწილეობის მსურველები ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ გვერდს: https://www.facebook.com/stvcovershow

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ტელეკომპანიას.