Wednesday, November 30, 2011
Thursday, November 10, 2011
უსაქმურებო! ყველა ქვეყნისა შეერთდით!
სიტუაცია: ზიხარ სახლში, არ გყავს შეყვარებული რომ ემესიჯო ან თუ ფინანსურად კარგი მდგომრეობა გაქვს მობილურზე ელაპარაკო ანუ არ გაქვს ფული, რომ სადმე წახვიდე და გაერთო. შენი მეგობრები ვერ ახერხებენ შენს ნახვას იმიტომ, რომ არ სცალიათ: ზოგი მუშაობს, ზოგი სწავლობს და ზოგიც დროს ატარებს. მოკლედ არ გაქვს არანაირი გასართობი საშუალება... მაგრამ გართობას ვიღა ჩივის ?! არ იცი როგორ გაიყვანო დრო ? მიმართე ე.წ. მამაპაპურ ხერხს!
ვაღებთ უჯრას ან იმ ადგილს სადაც ეს ნივთია მოთავსებული, ძველმანებში, ნემსებში და ძაფებში ვეძებთ ჩვენს მხსნელს- მახათს და ვიწყებთ მოქმედებას!
რეკომენდირებულია მხოლოდ მამაკაცებისთვის, მაგრამ ეს ჯერჯერობითაა ასე! მალე ქალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი ამგვარი საშუალებები!
P.S. ეცადეთ დროის გაყვანის ამ მარტივ და ალბათ ცოტათი მტკივნეულ საშუალებას არცისე ხშირად მიმართოთ!
დანარჩენი გააგრძელეთ სახლში (ან რეანიმაციაში)...
წარმატებები!
Wednesday, November 9, 2011
ლალი მოროშკინას სახელობის ქალიშვილობის ინსტიტუტი
Monday, November 7, 2011
MTV EMA-2011
6 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში გაიმართა MTV EMA-2011- ის დაჯილდოვება! წლის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, არანაკლებ მნიშვნელოვანი "მის მსოფლიოს" პარალელურად მიმდინარეობდა.
წელს, ყველაზე მეტი ჯილდოს პატრონი ლედი გაგა გახდა. მან 6 ნომინაციაში მიიღო პრიზი. ლედი გაგა ამჯერადაც გამოირჩეოდა ჩვეული არაორდინალურობით. მან კიდევ ერთხელ შეძლო მსოფლიოს გაოცება, თავისი ხორცისა და სხვადასხვა მასალისაგან შექმნილი კოსტუმების შემდეგ, ახლა უკვე რკინის კაბით.
მამაკაცებს შორის ყველაზე წარმატებული ჯასტინ ბიბერი აღმოჩნდა. მან 3 ნომინაციაში მიიღო პრიზი.
როგორც ასეთ დაჯილდოვებებს სჩვევია ხოლმე, წელსაც იყო პატარა სკანდალი. სცენაზე შიშველი მამაკაცი შევარდა :)
ჯილდოები ასე გადანაწილდა:
საუკეთესო შემსრულებელი ქალი - ლედი გაგა
საუკეთესო სიმღერა - ლედი გაგა ( Born This Way)
საუკეთესო ვიდეორგოლი - ლედი გაგა ( Born This Way)
საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი - ჯასტინ ბიბერი
საუკეთესო პოპ-შემსრულებელი - ჯასტინ ბიბერი
საუკეთესო ახალი სახე - ბრუნო მარსი
საუკეთესო როკ-შემსრულებელი - Linkin Park
საუკეთესო ალტერნატიული ჯგუფი - 30 Seconds to Mars
საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი - ემინემი
საუკეთესო ცოცხალი შესრულება - კეტი პერი
საუკეთესო საერთაშორისო გამოსვლა - 30 Seconds to Mars
საუკეთესო შოუ ჩრდილოეთ ამერიკაში - ბრიტნი სპირსი
საუკეთესო საერთაშორისო არტისტი - Big Bang
მსოფლიო კულტი - Queen
MTV-ს რჩეული - ჯასტინ ბიბერი
Friday, November 4, 2011
მის მსოფლიო 2011- მის ვენესუელა!
მის მსოფლიო 2011 მის ვენესუელა გახდა!
ჯანეტი ვერ მოხვდა ტოპებში. რატომ ? იმიტომ, რომ დანარჩენ ქვეყნებს საკუთარი სამშობლოდან ჰქონდათ უდიდესი მხარდაჭერა. მასმედიის მხრიდანაც და ხალხისგანაც. ჩვენ კი მხოლოდ 1000 კაცით ფეისბუქზე ვერაფერს გავხდებოდით. ორგანიზატორებს შემოსავალი უნდათ. ეს თანხა კი ტრანსლაციების გაყიდვით მიიღება. ჩვენ კი ამასაც არ ვკადრულობთ. მოკლედ, ყველაფერი ქართველი ხალხის ბრალია (ყველას არ ვგულისხმობ).
Tuesday, November 1, 2011
ეჰ ბიძინა, ბიძინა...
სანამ უშუალოდ პოსტის წერას დავიწყებდე მინდა გითხრათ, რომ მე არ ვარ პოლიტიკით დაინტერესებული! არ ვუჭერ მხარს არც პოზიციას და არც ოპოზიციას! უბრალოდ პოსტის დაწერა მომინდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციას ვუყურე!!!
ბატონი ბიძინა რომ კაგი და ქველმოქმედი ადამიანია, ამაში საზოგადოება უკვე დიდი ხანია დარწმუნდა... მაგრამ ის არ არის კარგი პოლიტიკოსი და სამწუხაროდ ან სასიხარულოდ ამის პერსპექტივა არც მომავალში ჩანს. დავიწყოთ იქედან, რომ მის პრესკონფერენციაზე მისული ჟურნალისტებმა მრავალგზის შემოწმება გაიარეს. ამას არამხოლოდ ე.წ. "მთავრობის არხები", არამედ ოპოზიციური არხებიც ადასტურებენ. მათ შეუმოწმეს უბის წიგნაკებიც კი.
როგორც ჩანს ბატონ ბიძინას ჟურნალისტებთან ურთიერთობა მაინცდამაინც კარგად არ უნდა გამოსდიოდეს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.
ის კარგი პიროვნებაა, ეხმარება ადამიანებს და კიდევ უფრო მეტ დიდებას მოიპოვებდა პოლიტიკისაგან ისევ შორს რომ მდგარიყო. მაგრამ როგორც თავად განაცხადა, ვეღარ ეგუება ამ მთავრობის ბობოქრობას.
პირადად ჩემთვის ანუ საზოგადოების ერთ-ერთი რიგითი წევრისთვის ცოტა არ იყოს და რთული სანახავი იყო მისი დამოკიდებულება მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ. ივანიშვილი არ პასუხობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის და იმედის დასმულ შეკითხვებს. მეტიც! მათ აწყვეტინებდნენ საუბარს და მიკროფონს ან ურთავდნენ და უარეს შემთხვევაში საერთოდ ართმევდნენ.
არ მინდა პოლიტიკაში ჩარევა. უბრალოდ მომინდა ორი სიტყვით დამეწერა ჩემს ბლოგზე ჩემი შეხედულებები. დიახ ორი სიტყვით იმიტომ, რომ კიდევ ძალიან ბევრის თქმა შემიძლია!!! იმედია ასეთ მარაზმი საქართველოში აღარ განმეორდება!!!
და კიდევ! ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა შეცვალოს თავისი პრეს-მდივანი!!! არაფრისმომცემია ის!!!
ახლა მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია- "ეჰ ბიძინა, ბიძინა... არ ჯობდა სახლში ყოფილიყავი და გემართა შენი 5 მილიარდი?!".
P.S. არ დაგიმალავთ და პოსტის დაწერის ერთ-ერთი მიზეზი ბლოგის პოპულარიზაციაცაა :) იმედია ეს პოსტი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება :დ

Subscribe to:
Posts
(
Atom
)