Tuesday, July 26, 2011

ბლოგერების კონკურსი


ერთ მშვენიერ დღეს მარიამის საკონკურსო ბლოგზე მივაგენი ბლოგერების კონკურსს. მარიამის ბლოგი არის NCIB-ის პროექტი. მარიამის ბლოგი უკავშირდება კამპას. მოკლედ ვნახე, რომ ბლოგერებს შეგვეძლო დაგვეწერა პოსტი თემაზე "პეპელა სახელად კამპა". მეც მოვუხმე ჩემს ფანტაზიებს და დავიწყე პოსტის წერა. ყველანაირი წესი დავიცავი და ის, რაც საბოლოოდ გამომივიდა, მე პირადად მომეწონა. გამოცხადდა ჟიურის მიერ არჩეული პოსტები სხვადასხვა ნომინაციაში, მაგრამ მათ შორის ჩემი ბლოგი არ იყო. მაგრამ კიდევ მქონდა ერთი შანსი. 10 დღის განმავლობაში დაიწყო ხმის მიცემა, რათა გამოვლენილიყო მკითხველის რჩეული პოსტი. მეც აქტიურად ჩავები ამ ციებ-ცხელებაში. ვის აღარ მივწერე და ვთხოვე ლაიქები. 25 ივლისს მთავრდებოდა ხმის მიცემა და იმის გამო რომ მე და ერთ-ერთ მონაწილეს თანაბარი რაოდენობის ლაიქები გვქონდა, 1 დღით გაგრძელდა მარათონი :) 26 ივლისი თითქმის მთლიანად სახლში გავატარე და ვაგროვებდი ლაიქებს. ვის არ უნდა რომ არაჩვეულებრივი აიპოდი მოიგოს? 12 საათზე დამთავრდა კონკურსი და ამ დროისთვის მე 1 ადგილზე ვიყავი :) ახლა მოუთმენლად ველოდები შედეგებს :) იმედია კიდევ ერთი დღით არ გაგრძელდება კონკურსი :(
ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც ჩემი პოსტი დაალაიქა. მე თქვენ მიყვარხართ!!!