Thursday, July 14, 2011

კამპას ოჯახი (პეპელა სახელად – კამპა)

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.
                               


2001 წელს დავქორწინდით მე  და ჩემი მეუღლე კამპინუ. ძალიან ლამაზი და მასშტაბური ქორწილი გვქონდა. მთელ 3 დღეს გასტანა ჩვენმა ქორწილმა, ვიფიქრეთ სულ რამდენიმე დღე ვცოცხლობთ და ეს მაინც შეგვრჩება ამ წუთისოფლისგანო. რატომ ვცხოვრობთ მხოლოდ რამდენიმე დღე? იმიტომ რომ პეპლები ვართ... ჯვარი დავიწერეთ, ფრთებით ხელი მოვაწერეთ და წავედით ხის ტოტზე გაშლილ პატარა "სეფაში" ანუ ე.წ. პალატკაში. ჩვენც გვინდოდა, რომ ჩვენი ქორწილი კარგ მდიდრულ დარბაზში ყოფილიყო, მაგრამ იმ დროს არ იყო ამდენად პოპულარული. ყველაფერმა კარგად ჩაიარა... და აი მოვიდა ჩვენი ცხოვრების ბოლო დღე. მე და კამპინუ ერთმანეთს ვეალერსებოდით და ამ დროს ჩვენთან მოვიდა პეპლების მეფე, ბატონი- კამპა. მან გვითხრა, რომ რამდენიმე მილიარდ პეპელას შორის, ყოველთვის არიან რჩეულები, რომლებიც ძალიან დიდხანს ცოცხლობენ და ერთ-ერთი მათგანი ჩვენც ვიყავით. ჩვენ დავიბენით და ვერაფერი ვერ გავგითეთ, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ რაღაცას ვერც წარმოვიდგენდით. კამპამ ყველაფერი თავიდან გაგვიმეორა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამ ამბის შემდეგ დავიწყეთ შვილზე ფიქრი. ძალიან ბევრს ვწვალობდით, დღესა და ღამეს ვასწორებდით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. მე და კამპინუ ამაზე ძალიან ვწუხდით. სად არ მივედით, ექიმი გინდა თუ უბრალოდ ოჯახურ პირობებში მკურნალი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ ამ გაუთავებელი მცდელობებით და ხელი ჩავიქნიეთ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა პეპელა, რომელიც ზემოთხსენებული მეფის, კამპას შთამომავალი იყო და მასაც კამპა ერქვა. მან გვითხრა რომ ძალიან შეწუხდი, როდესაც გაიგო ჩვენი უშვილობის ამბავი და გადაწყვიტა ჩვენთვის დახმარების ხელის გამოწოდება. კამპას ჰყოლია მეგობარი, რომელიც იყო ადამიანი. ამ ადამიანს ჰქონდა ნატურალური წვენების საწარმო. კამპამ მოგვიტანა წვენი, დავლიეთ რამდენჯერმე და კვლავ შევუდექით საქმეს. შედეგმაც არ დააყოვნა და სულ რამდენიმე დღეში გვეყოლა პატარა, ძალიან ლამაზიპეპლუკა, რომელსაც მეფისა და მისი შთამომავლის საპატივსაცემოდ კამპა დავარქვით. დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. კამპა უკვე დიდი გოგოა და ახლა ის თავად ზრუნავს, რომ პეპლებსა და ადამიანებს არ ჰქონდეთ უშვილობის პრობლემა.

დღეს 2011 წელია, 15 ივლისი. ზუსტად 10 წელი შესრულდა რაც მე და კამპინუ ერთად ვართ და კვლავ ისევე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, როგორც მაშინ.


ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.