Monday, January 3, 2011
Odnoklassniki VS Facebook
არადა რა პოპულალური იყო ერთ დროს odnoklassniki.ru... ბევრჯელ გავიგონებთ ამ ფრაზას. ეგრეთწოდებულ "ოდნოებს" პოსტსკრიპტუმმაც კი გაუკეთა სიუჟეტი და მას შემდეგ გაპოპულარდა. მისგან განსხვავებით Facebook-ს არ დაჭირვებია არანაირი რეკლამა. ხალხმა ბარგი ჩააწყო და ჩარტერული რეისით გადაინაცვლა "ოდნოდან" "ფაცეზე"... ამ ბოლო დროს Facebook-ზე შესვლისას მრჩება წარმოდგენა რომ მალე ეს უკანასკნელიც ჩამოვარდება პოპულარობის ზენიტიდან. რატომ? აქაც "ოდნოსავით" დაიწყო ისეთი მომხმარებლების დარეგისტრირება, როგორიცაა "ყველაზე ლამაზები", "ყველაზე გამორჩეულები", "ყველაზე ნაროდი, უროდი ძერსკები"... აი ის გზა რაც განვლო "ოდნოებმა" დღემდე. მაგრამ მიუხედავად ამისა მე მაინც ვიყენებ ამ ნარკოტიკს, რომელსაც "Facebook" ჰქვია.
მზის დაბნელება, 4 იანვარი ...
ახლახანს ფორუმზე შევედი და დავინახე ერთ ერთი თემა სახელით: "მზის დაბნელება, 4 იანვარი 2011, შეუადღის საათებში, აბა შემოიხედეთ აქ"... მეც შევიხედე და გავარკვიე რომ ხვალ, 4 იანვარს მზის დაბნელება იქნება დღის საათებში, დაახლოებით დღის 1 საათზე (თბილისის დროით). ხო და 1 საათზე ყველა გავდივართ გარეთ და ვუყურებთ მზის დაბნელებას : )) ისე რაღაც ეჭვი მეპარება, კურიერს ვინმე დაასწრებდა მზის დაბნელება რომ იყოს? :D
მე (ანუ კახა)
ვინ ვარ? მე ვარ კახა აბუაშვილი. არ მიყვარს ჩემს თავზე ბევრი ლაპარაკი და მოკლედ გეტვით, რომ ძალიან მიყვარს კინო და თეატრალური სამყარო (ები). ყოველთვის მიყვარდა და მომწონდა სხვა ადამიანების (ბლოგერების) ბლოგების კითხვა და მეც გადავწყვიტე შემექმნა ჩემი პატარა და მოკრძალებული სამყარო. მიყვარს ჩემი ბლოგი და ყველა ის ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც შემოსულა და უნახავს ჩემი სამყარო :) მიყვარს წერა. არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ მე მაინც ვცდილობ და არ ვეშვები :)
ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი უკვე დასახულია და ვიცი რისთვის ვცოცხლობ და რისთვის ვიბრძვი. (მიუხედავად იმისა რომ მძულს ეს სამყარო).
ჩემი საყვარელი გამოთქმაა- "სიყვარულის დიდი დოზით მიღება ვნებს ჯანმრთელობას!" (ეს ჩემი შექმნილი ფრაზაა და ალბათ ამიტომაც მიყვარს).
მოკლედ, მიხარია თქვენი არსებობა და მიხარია რომ მეწვიეთ! მადლობა ყველას :)
P.S. სურვილის შემთხვევაში დამეკონტაქტეთ: bob115@mail.ru
www.facebook.com/kaxaabuashvili
Labels:
ვინ ვარ მე?
Subscribe to:
Posts
(
Atom
)