Saturday, July 30, 2011

BoomBully Beach Hostel Batumi-გზავნილი საყვარელ ადამიანს.


გამარჯობა საყვარელო. როგორ ხარ? იცი ახლა შენზე ვფიქრობდი და საერთოდ, სულ შენზე ვფიქრობ... ხომ იცი რომ ძალიან მენატრები, მითუმეტეს მაშინ, როცა ის წუთები მახსენდება, რომელიც მე და შენ ერთად გავატარეთ ბათუმის "ბუმბული ჰოსტელში". ეს იყო შეუდარებელი რამდენიმე დღე ჩვენს ცხოვრებაში. ახლაც აქ ვარ და wi-fi ინტერნეტით გიკავშირდები. იცი აქ ძალიან ბევრი ტურისტია, ქალები, კაცები... მაგრამ შენ შეუდარებელი ხარ :) იცი დღეს გასარუჯ ტერასაზე ვიყავი და მზეს რომ ვუყურებდი, შენ მახსენდებოდი :) ზღვაზე გავედი და ზღვის ტალღებს შეგადარე, მაგრამ ის შენ ვერაფრით შეგედრება. საღამოობით ჰოსტელის პატარა, მყუდრო და ლამაზ კაფეში ვჯდები ხოლმე და იქედან ვუყურებ შერატონსა და მზის ჩასვლას. აქ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და ერთად კარგად ვერთობით, მაგრამ უშენობა მაინც შეიმჩნევა. ჩვენ აქ ერთი დიდი ოჯახივით ვცხოვრობთ, დაცვაც კი ჩემი მეგობარია. ის სულ ჩვენთანაა, 24 საათის განმავლობაში. თავიდან ვშიშობდი აქ წამოსვლას, მეგონა ფული არ მეყოფოდა, მაგრამ აქ ისეთი ფასები დამხვდა, შეიძლება ითქვას უკან დაბრუნებაზეც აღარ ვფიქრობ :D გუშინ მე და 2 უცხოელი ტურისტი ბათუმში გავედით, ცოტა გავისეირნეთ, დავლიეთ. ჰოსტელში რომ დავბრუნდით ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავიტ, ძალიან ბევრი ვიხმაურეთ და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია :D მოკლედ საყვარელო, ახლა მე წავედი, ცოტას წავიხემსები და მერე ზღვაზე გავალ, გავირუჯები. სენ კი გახსოვდეს რომ ზალიან მიყვარხარ და ჰოსტელში გელოდები! დროებით.


P.S- პოსტში წარმოდგენილია 10 დადებითი მხარე ბუმბული ჰოსტელის.

Friday, July 29, 2011

ოთარ ნუცუბიძე

 ჩემი ბლოგის ერთგულ მომხმარებელს ვთავაზობ ერთგვარ სიახლეს :) მინდა საზოგადოებას გავაცნო ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ჩვენ კი მათ შესახებ არაფერი ვიცით :) ჩვენი პირველი დებიუტანტი იქნება ოთარ ნუცუბიძე. იმედია მოგეწონებათ :) თქვენი სეფასებები დაგვიტოვეთ ფეისბუქის ფეიჯზე :)

http://www.facebook.com/tavisu​faliblogi

ამჯერად თქვენ მოისმენთ, სიმღერას რომლის ავტორიც თვითონ ოთარი და მისი ძმაა :) მაშ ასე, ოთარ ნუცუბიძე სიმღერით "ბოლო ზარი" (ეძღვნება ონისე ბეშიძის ხსოვნას).

Oto- bolo zari by Kaxa Abuashvili

Thursday, July 28, 2011

სიმღერები ჩემს ბლოგზე :)


მეგობრებო და ჩემო აქტიურო მკითხველებო! ამიერიდან შეგიძლიათ ჩემს ბლოგზე უსმინოთ იმ სიმღერას, რაც თქვენ გინდათ! სიმღერები ყოველდღიურად შეიცვლება :) თქვენ შეგიძლიათ დაალაიქოთ ჩემი ფეისბუქის ფეიჯი და იქ მმწეროთ რა სიმღერა გსურთ :) ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს შემოქმედებასაც შემოგვთავაზებთ :) მაშ ასე დამიმეგობრდით Facebook-ზე :)
                     www.facebook.com/tavisufaliblogi

Wednesday, July 27, 2011

ჩემი ipod


ჰმ! დღეს ძალიან ბედნიერი ვარ :) იცით მე ძალიან ბევრი თქვენგანის წყალობით მოვიგე Ipod Shuffle :) არც კი ვიცი რა დავწერო, რა გითხრათ. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი და მიყვარს ჩემი მკითხველ ძალიან!!! თქვენ ჩემს გვერდით ხართ და მე კი თქვენს გვერდით.ფეისბუქის კონკურსების სტაჟიანი მონაწილე ვარ. რაც ქართულ ფეიჯებზე კონკურსები გამოცხადებულა 60-70 %-ში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს ჩემი მეორე გამარჯვებაა. მიყვარხართ ყველა და გირჩევთ თქვენც ითამაშოთ :)

აღარ მიყვარს! :) or :(


მე შენ მიყვარხარ... ყველაზე ბანალური და გაცვეთილი ფრაზა... იცი სულ ცოტა ხნის წინ მეც მეგონა ბევრი თქვენგანისავით, რომ სიყვარული მარადიულია და ის არასდროს ქრება... მაგრამ დღეს უკვე ბევრი რამ შეიცვალა ჩემთვის. ვფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე, რაც და ვინც მომწონს, მაგრამ ვიცი რომ ეს მოწონება და სიმპატია დროთა განმავლობაში გაივლის. 2 წელი მიყვარდა ისე, რომ მისგან თბილი და დამაიმედებელი სიტყვა არ გამიგია. ძალიან მიჭირდა, ვამბობდი რომ იმედი არ მქონდა ამ ურთუერთობის გამართლების, მაგრამ გულის სიღრმეში ეს იმედი მაინც არსებობდა, მართალია ძალიან მცირე დოზით, მაგრამ ხომ არსებობდა. მართალია რომ ამბობენ როცა გიყვარს ყოველი დღე მასზე ფიქრით იწყება და მთავრდებაო. მეც ასე ვიყავი. სულ ლიზიზე ვფიქრობდი, მინდოდა მასთან ყოფნა და ჩახუტება, მინდოდა მისგან რაც შეიძლება დიდი სითბო მეგრძნო, მაგრამ უშედეგოდ... არ ვიცი როდის დაიწყო ეს უკუპროცესი, როდის დაიწყო ჩემმა გრძნობებმა ნელ--ნელა ჩაძირვა... ის კი ვიცი რომ დღეს მე არ ვფიქრობ არავიზე. ეს კარგიცაა. უფრო მეტი დრო მრჩება მეგობრებისთვის და საქმისთის. მინდა ყველას გითხრათ, არ დაუშვათ შეცდომა და არ თქვათ რომ სიყვარული მარადიულია...! ის შეიძლება სრულიად მოულოდნელად გაქრეს და მისგან არაფერი დარჩეს...

Tuesday, July 26, 2011

ბლოგერების კონკურსი


ერთ მშვენიერ დღეს მარიამის საკონკურსო ბლოგზე მივაგენი ბლოგერების კონკურსს. მარიამის ბლოგი არის NCIB-ის პროექტი. მარიამის ბლოგი უკავშირდება კამპას. მოკლედ ვნახე, რომ ბლოგერებს შეგვეძლო დაგვეწერა პოსტი თემაზე "პეპელა სახელად კამპა". მეც მოვუხმე ჩემს ფანტაზიებს და დავიწყე პოსტის წერა. ყველანაირი წესი დავიცავი და ის, რაც საბოლოოდ გამომივიდა, მე პირადად მომეწონა. გამოცხადდა ჟიურის მიერ არჩეული პოსტები სხვადასხვა ნომინაციაში, მაგრამ მათ შორის ჩემი ბლოგი არ იყო. მაგრამ კიდევ მქონდა ერთი შანსი. 10 დღის განმავლობაში დაიწყო ხმის მიცემა, რათა გამოვლენილიყო მკითხველის რჩეული პოსტი. მეც აქტიურად ჩავები ამ ციებ-ცხელებაში. ვის აღარ მივწერე და ვთხოვე ლაიქები. 25 ივლისს მთავრდებოდა ხმის მიცემა და იმის გამო რომ მე და ერთ-ერთ მონაწილეს თანაბარი რაოდენობის ლაიქები გვქონდა, 1 დღით გაგრძელდა მარათონი :) 26 ივლისი თითქმის მთლიანად სახლში გავატარე და ვაგროვებდი ლაიქებს. ვის არ უნდა რომ არაჩვეულებრივი აიპოდი მოიგოს? 12 საათზე დამთავრდა კონკურსი და ამ დროისთვის მე 1 ადგილზე ვიყავი :) ახლა მოუთმენლად ველოდები შედეგებს :) იმედია კიდევ ერთი დღით არ გაგრძელდება კონკურსი :(
ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც ჩემი პოსტი დაალაიქა. მე თქვენ მიყვარხართ!!!

Monday, July 18, 2011

მეგობრებო! ყველას ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ! შედით ამ ლინკზე და დააკლიკეთ "მომწონს"/"LIKE" ... თქვენთვის ერთი ლაიქი არაფერია, ჩემთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს. სულ რამდენიმე წამის საქმეა. წინასწარ დიდი მადლობა ყველას, ვინ 1 ლაიქს გაიმეტებს.
www.mariam.ncib.ge/tavisufali/