Sunday, October 9, 2011

ჩვენ ბავშვები ვართ?!

2010 წლის 15 ივნისს, თბილისში ათონელზე მდებარე თეატრში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა "ჩვენ ბავშვები ვართ?!". სპექტაკლი მოგვითხრობს მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ. სპექტაკლში დაკავებული არიან ერთ-ერთი სამსახიობო სტუდიის მოსწავლეები. თბილისის შემდეგ "ჩვენ ბავშვები ვართ?!" საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მაყურებელმა ნახა და მოწონებაც დაიმსახურა. სპექტაკლის რეჟისორბები გიორგი იარაჯული და ნინო ჯაოშვილი არიან. პიესის ავტორი- რეზო ბლიაძეა. 

ახლა სპექტაკლის ნახვა უკვე ჩემს ბლოგზეც შეგიძლიათ :) ამიტომ ნახეთ და შეაფასეთ :)



Friday, October 7, 2011

ჯანეტ ქერდიყოშვილის და გარდაიცვალა...

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე, მეოთხე კორპუსის მეექვსე სართულიდან 8 წლის ბავშვი გადმოვარდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა. ეს ბავშვი აღმოჩნდა "მის საქართველო 2011"-ის ჯანეტ ქერდიყოშვილის და...

როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, გოგონას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონია. ის სახლში 17 წლის ძმასთან ერთად ყოფილა. ბიჭი რამდენიმე წუთით გასულა და როდესაც უკან დაბრუნდა ნახა, რომ მისი პატარა და ქუჩაში ჯერ კიდევ სასიცოცხლო ნიშნებით ეგდო, მაგრამ სასწრაფო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

მე და დარწმუნებული ვარ მთლიანად საქართველო იზიარებს ამ მწუხარებას... ჯანეტას კი ვეტყვი, რომ უნდა გამაგრდეს! :(

Saturday, October 1, 2011

მის საქართველო 2011


უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ "მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელი 19 წლის ჟანეტა ქერდიყოშვილი გახდა. ხოლო მეორე ადგილის მფლობელი სალომე ხომერიკია. ჩვენი ბლოგი ულოცავს ჟანეტას ამ გამარჯვებას, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ თითქმის უკონკურენტო იყო ეს გოგონა! მართლაც რომ ყველაზე ღირსეული ამ ტიტულისთვის და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ გოგოს დიდი წარმატებები ელის წინ! კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას! თქვენ კი დარჩით ჩვენთან და კიდევ მოგაწვდით ინფორმაციებს ბათუმიდან!

უცხოპლანეტელები მოდიან!

ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ უცხოპლანეტელები უფრო და უფრო გვიახლოვდებიან. ამბობენ 2 თვეში უკვე აქ იქნებიანო. მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება: საზოგადოება უნდა გაიყოს 2 ნაწილად. ერთი ნაწილი სტუმრებს დიდუბეში დახვდება, მეორე ვაგზალზე. ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებული უნდა იყოს, რომ სტუმრებს ჩვენზე- დედამიწელებზე შთაბეჭდილება რომ არ დაეკარგოთ.

და კიდევ, რაც მთავარია კარგად უნდა გვყავდეს მომზადებული "ბოზები". უცხოპლანეტელებისთვის ეს უცხო ხილია და გასინჯვა რომ მოინდომონ ხომ არ უნდა შევრცხვეთ?!

მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი რაღაც ნაწილი უკვე დედამიწაზეა და არცისე კარგად არიან შენიღბულები. არ გჯერათ?! მაშინ ნახეთ მის საქართველო 2011-ის მონაწილეები ამ ლინკზე და დაიჯერებთ! :)

დედამიწელი უცხოპლანეტელები

Friday, September 30, 2011

სექტემბრის ბოლო პოსტი!



საათს დავხედე და მივხვდი, რომ 2011 წლის 30 სექტემბერი თითქმის მიიწურა :) მომინდა დამეწერა რამე... რატომ? იმიტომ რომ 2011 წლის 30 სექტემბერი აღარ განმეორდება :) რამდენიმე წუთში უკვე ოქტომბერში გადავინაცვლებთ. ისე დღეს თბილისში უკვე აშკარად აცივდა და შევიგრძენით, რომ ნამდვილად შემოდგომაა :)

ისე წარმოიდგინეთ, ოქტომბერი რა სასტიკად დაიწყება :დ პირველივე დღეს გამოვლინდება მის საქართველო, რომელიც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სახარბიელო არ იქნება! ანუ ცუდი შემოდგომა გველის..!

და პოსტის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო როგორი უსამართლო და მოსაბეზრებელია ეს ცხოვრება... დღეს ნამდვილად შემიძლია ამის თქმა და მეპატიება, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო :)

მოკლედ ნახვამდის 2011 წლის სექტემბერო! :)

Wednesday, September 28, 2011

ქალაქი სადაც ერთფეროვნებაა!!!

რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ ჩემთვის რა მოგწონს თბილისშიო, ვეტყოდი რომ ძალიან მაგარი ქალაქია და ძალიან მიყვარს, მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ... დღეს სულ სხვანაირად ვფიქრობ. ეს ქალაქი უზომოდ ერთფეროვანი გახდა. უკვე მაღიზიანებს ეს ყველაფერი. ყველაზე მეტად იმას ვერ ვეგუები, რომ 70 % მაინც "ჩამოსულები" არიან. მე არ ვაყენებ შეურაწყოფას ამ ადამიანებს, უბრალოდ ის მაღიზიანებს, რომ ეს ე.წ. "ჩამოსულები" ყველაფერს აკეთებენ საკუთარი თავის დანარჩენ საზოგადოებაში დასამკვიდრებლად, თან ყველაზე მეტად სასაცილო ისაა, რომ ზემოდანაც უყურებენ ყველას. ამოვიდა ყელში! ამას აშკარად ჯობია სადმე პროვინციაში წახვიდე საცხოვრებლად, სადაც მართლა ყველა ისეთია, როგორიც რეალურადაა. არ ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით, არ "წელავენ" სიტყვებს, არ გიყურებენ ზემოდან და ა.შ...


მოდით მოვითხოვოთ, იქნებ ისე მოხერხდეს რომ თბილისის მოსახლეობა ბათუმში გადაგვიყვანონ საცხოვრებლად?! იქნებ ცოტათი მაინც გახალისდეს ჩვენი ცხოვრება?

იმედია გავაღწევ ამ ქვეყნიდან და პირობას ვდებ, რომ სამუდამოდ უკან აღარ დავბრუნდები!

P.S. დიდ ბოდიშს მოვუხდი იმ ადამიანებს, ვინც თბილისში ჩამოსულია და კიდევ ვისაც თბილისი და ზოგადად საქართველო ძალიან უყვარს! მე ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე და თუ გინდათ თქვენც გაგვიმხილეთ თქვენი შეხედულებები ამ ლინკზე:
თავისუფალი ბლოგი

Friday, September 16, 2011

ლიფის საერთაშორისო დღე!



დღეს საღამოს, პირწიგნაკზე შევდივარ და რას ვხედავ :დ თითქმის ყველა გოგოს (და არამარტო გოგოს) კედელზე წერია ფერები ან უკეტეს შემთხვევაში ფრაზები "მწვანე- ყვავილებით"... დამაინტერესა რა ხდებოდა (თავისთავად). თავიდან ზუსტად ეგ გავიფიქრე, რომ ეს ფერები ე.წ. "ლიფის" ფერებს უნდა აღნიშნავდეს, მაგრამ ეჭვი შემეპარა :დ ერთ ბიჭს იმდენად თავდაჯერებულად ეწერა "მწვანე", რომ ეს ვერსია სრულიად გამოვრიცხე :დ მაგრამ მალევე ქრთამის ხარჯზე (რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებ) დავადგინე სიმართლე :) გადავწყვიტე 17 სექტემბერი "ლიფის საერთაშორისო დღედ" გამოვაცხადო... გილოცავთ გოგოებო (და არამარტო) და გისურვებთ რაც შეიძლება მეტი ლიფი შეგეძინოთ ციგნებში, თან სულ ფერად-ფერადები :) (ფასი 2 ლარი)...