Monday, September 12, 2011

EXCLUSIVE- აღმომაჩინეთ...



                                                                  აღმომაჩინეთ...                                                           
ჩემში ბორგავს და იწვის ყოველი,
გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს,
ამქვეყნად აბა რისთვის მოვედი,
გემუდარებით აღმომაჩინეთ.
აღმომაჩინეთ, იქნებ ვინა ვარ,
იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა,
იქნებ ვშრიალებ თქვენს წინ ჩინარად,
იქნებ ცრემლი ვარ, ცრემლი შვებისა.
იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი,
ხელი შემახეთ არ შეგაშინებთ,
ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი,
გემუდარებით აღმომაჩინეთ...
ჩემში ზღვა ბორგავს, ღელავს ზვირთები,
შმაგი ქარშავა ტალღებს აცინებს
მალე ჯებირებს გადმოგიდგებით
გემუდარებით აღმოაჩინეთ...

ლექსი დაწერილია მოხუცი ქალბატონის მიერ...

Sunday, September 11, 2011

10 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან...




11 სექტემბრის თავდასხმა იყო ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა შეიპყრო ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ტაუერს (ტყუპი ტაუერები), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფთაგან დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა და მრავალი სხვა ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ ქაუნთის, პენსილვანია, ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

"თავისუფალი ბლოგი" კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილთა ოჯახებს!

Tuesday, September 6, 2011

BERA- Hip-Hop ვალსი

BERA- ჰიპ-ჰოპ ვალსი... კლიპის პრემიერა თავისუფალ ბლოგზე!


შემოდგომა დადგა და...

გავიდა ჩვენთვის უსაყვარლესი ზაფხული და შემოდგომა დადგა... კარგია შემოდგომა, სიყვითლე, სიცივე, მერე ზამთარი, გაზაფხული და ისევ ზაფხული... აი ეს სიმღერა ზუსტად შემოდგიმის განწყობაზე მაყენებს :)

Monday, September 5, 2011

ნახვამდის ზაფხულო ანუ გამარჯობა ზამთარო...

ჩემო უსაყვარლესო მკითხველებო თუ ზაფხული გიყვართ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, მაგრამ თუ არ გიყვართ გილოცავთ... დამთავრდა... თან ძალიან გული დამწყდა ამჯერად. ისე გაირბინა ამ ზაფხულმა, რომ ნორმალურად ვერც დავისვენე. თითქმის სულ თბილისში ვიყავი... ბოლოს ვიფიქრე მთელი წელი ქალაქიდან ვერ გავალთქო (იმიტომ რომ აბიტურიენტი ვარ) და გადავწყვიტე ხაშურში წასვლა.



კარგია ხაშური. სიგრილე და სიმშვიდე. პირადად მე კარგად დავისვენე. შეიძლება ითქვას წამოსვლა აღარ მინდოდა. მოკლედ ზაფხული მთლიანობაში არცისე კარგად გავატარე. თბილისური დასვენება ნამდვილად არაა კარგი და არც თქვენ არ გირჩევთ :) აბა დროებით ზაფხულო :) იმედია მომავალ წელს ჩაგბარდები, როგორც სტუდენტი (ან სულ მინიმუმ ატესტატიანი ყმაწვილი).

Friday, August 26, 2011

დროებით!


ჩემო ერთგულებო :)) ძალიან მიყვარს ყველა ის ადაიანი, ვინც თუნდაც ერთხელ შემოვიდა ჩემს ბლოგზე და თვალი გადაავლო ჩემს უაზრო ან აზრიან პოსტებს :) მე თქვენი ერთგული ვარ :) ახლა უნდა წავიდე, ცოტა დავისვენო :) დაგიბრუნდებით დაახლოებით 1 კვირაში (ან შესაძლოა არასდროს)... იცოდეთ რომ მე თქვენ ყოველთვის მეყვარებით :) ყურადრება მიაქციეთ ჩემს პატარა "თავისუფალ ბლოგს"... <3

ხალხს "ლაიქები" ენანება!!!




ცოტა არ იყოს და ნერვები მეშლება!  მესმის რომ დღეს ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება ადამიანს თხოვო ფულით, საჭმელით, სასმელით ან ტანსაცმლით დახმარება, მაგრამ ვერ დაგეხმაროს. ეს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ რატომ უნდა დაგენანოს 1 Facebook-ის ლაიქი (LIKE) მაშინ, როცა ამით არც ფული გაკლდება და არც სხვა ზემოთ ჩამოთვლილი არაფერი!!! 



ყველაზე მეტად ყოველი ასეთი თხოვნისას, მაოცებს პასუხი- "შენ რომ დაგეხმარო, ამით მე რა სარგებელი მექნება?" და კიდევ სხვა ამგვარი პასუხები... 


სიტყვებიც არ მაქვს, რომ დავწერო... გარდა ერთისა: "სამწუხაროა და საშინელი"...!!!

და მაინც :) დამეხმარეთ და დაალაიქეთ ეს ფოტო! :)