ჩემი ბლოგის ერთგულ მომხმარებელს ვთავაზობ ერთგვარ სიახლეს :) მინდა საზოგადოებას გავაცნო ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ჩვენ კი მათ შესახებ არაფერი ვიცით :) ჩვენი პირველი დებიუტანტი იქნება ოთარ ნუცუბიძე. იმედია მოგეწონებათ :) თქვენი სეფასებები დაგვიტოვეთ ფეისბუქის ფეიჯზე :)
http://www.facebook.com/tavisufaliblogi
ამჯერად თქვენ მოისმენთ, სიმღერას რომლის ავტორიც თვითონ ოთარი და მისი ძმაა :) მაშ ასე, ოთარ ნუცუბიძე სიმღერით "ბოლო ზარი" (ეძღვნება ონისე ბეშიძის ხსოვნას).
Oto- bolo zari by Kaxa Abuashvili
Friday, July 29, 2011
Thursday, July 28, 2011
სიმღერები ჩემს ბლოგზე :)
მეგობრებო და ჩემო აქტიურო მკითხველებო! ამიერიდან შეგიძლიათ ჩემს ბლოგზე უსმინოთ იმ სიმღერას, რაც თქვენ გინდათ! სიმღერები ყოველდღიურად შეიცვლება :) თქვენ შეგიძლიათ დაალაიქოთ ჩემი ფეისბუქის ფეიჯი და იქ მმწეროთ რა სიმღერა გსურთ :) ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს შემოქმედებასაც შემოგვთავაზებთ :) მაშ ასე დამიმეგობრდით Facebook-ზე :)
www.facebook.com/tavisufaliblogi
Labels:
შოუბიზნესი
Wednesday, July 27, 2011
ჩემი ipod
ჰმ! დღეს ძალიან ბედნიერი ვარ :) იცით მე ძალიან ბევრი თქვენგანის წყალობით მოვიგე Ipod Shuffle :) არც კი ვიცი რა დავწერო, რა გითხრათ. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი და მიყვარს ჩემი მკითხველ ძალიან!!! თქვენ ჩემს გვერდით ხართ და მე კი თქვენს გვერდით.ფეისბუქის კონკურსების სტაჟიანი მონაწილე ვარ. რაც ქართულ ფეიჯებზე კონკურსები გამოცხადებულა 60-70 %-ში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს ჩემი მეორე გამარჯვებაა. მიყვარხართ ყველა და გირჩევთ თქვენც ითამაშოთ :)
აღარ მიყვარს! :) or :(
მე შენ მიყვარხარ... ყველაზე ბანალური და გაცვეთილი ფრაზა... იცი სულ ცოტა ხნის წინ მეც მეგონა ბევრი თქვენგანისავით, რომ სიყვარული მარადიულია და ის არასდროს ქრება... მაგრამ დღეს უკვე ბევრი რამ შეიცვალა ჩემთვის. ვფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე, რაც და ვინც მომწონს, მაგრამ ვიცი რომ ეს მოწონება და სიმპატია დროთა განმავლობაში გაივლის. 2 წელი მიყვარდა ისე, რომ მისგან თბილი და დამაიმედებელი სიტყვა არ გამიგია. ძალიან მიჭირდა, ვამბობდი რომ იმედი არ მქონდა ამ ურთუერთობის გამართლების, მაგრამ გულის სიღრმეში ეს იმედი მაინც არსებობდა, მართალია ძალიან მცირე დოზით, მაგრამ ხომ არსებობდა. მართალია რომ ამბობენ როცა გიყვარს ყოველი დღე მასზე ფიქრით იწყება და მთავრდებაო. მეც ასე ვიყავი. სულ ლიზიზე ვფიქრობდი, მინდოდა მასთან ყოფნა და ჩახუტება, მინდოდა მისგან რაც შეიძლება დიდი სითბო მეგრძნო, მაგრამ უშედეგოდ... არ ვიცი როდის დაიწყო ეს უკუპროცესი, როდის დაიწყო ჩემმა გრძნობებმა ნელ--ნელა ჩაძირვა... ის კი ვიცი რომ დღეს მე არ ვფიქრობ არავიზე. ეს კარგიცაა. უფრო მეტი დრო მრჩება მეგობრებისთვის და საქმისთის. მინდა ყველას გითხრათ, არ დაუშვათ შეცდომა და არ თქვათ რომ სიყვარული მარადიულია...! ის შეიძლება სრულიად მოულოდნელად გაქრეს და მისგან არაფერი დარჩეს...
Location:
Europe
Tuesday, July 26, 2011
ბლოგერების კონკურსი
ერთ მშვენიერ დღეს მარიამის საკონკურსო ბლოგზე მივაგენი ბლოგერების კონკურსს. მარიამის ბლოგი არის NCIB-ის პროექტი. მარიამის ბლოგი უკავშირდება კამპას. მოკლედ ვნახე, რომ ბლოგერებს შეგვეძლო დაგვეწერა პოსტი თემაზე "პეპელა სახელად კამპა". მეც მოვუხმე ჩემს ფანტაზიებს და დავიწყე პოსტის წერა. ყველანაირი წესი დავიცავი და ის, რაც საბოლოოდ გამომივიდა, მე პირადად მომეწონა. გამოცხადდა ჟიურის მიერ არჩეული პოსტები სხვადასხვა ნომინაციაში, მაგრამ მათ შორის ჩემი ბლოგი არ იყო. მაგრამ კიდევ მქონდა ერთი შანსი. 10 დღის განმავლობაში დაიწყო ხმის მიცემა, რათა გამოვლენილიყო მკითხველის რჩეული პოსტი. მეც აქტიურად ჩავები ამ ციებ-ცხელებაში. ვის აღარ მივწერე და ვთხოვე ლაიქები. 25 ივლისს მთავრდებოდა ხმის მიცემა და იმის გამო რომ მე და ერთ-ერთ მონაწილეს თანაბარი რაოდენობის ლაიქები გვქონდა, 1 დღით გაგრძელდა მარათონი :) 26 ივლისი თითქმის მთლიანად სახლში გავატარე და ვაგროვებდი ლაიქებს. ვის არ უნდა რომ არაჩვეულებრივი აიპოდი მოიგოს? 12 საათზე დამთავრდა კონკურსი და ამ დროისთვის მე 1 ადგილზე ვიყავი :) ახლა მოუთმენლად ველოდები შედეგებს :) იმედია კიდევ ერთი დღით არ გაგრძელდება კონკურსი :(
ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც ჩემი პოსტი დაალაიქა. მე თქვენ მიყვარხართ!!!
Monday, July 18, 2011
მეგობრებო! ყველას ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ! შედით ამ ლინკზე და დააკლიკეთ "მომწონს"/"LIKE" ... თქვენთვის ერთი ლაიქი არაფერია, ჩემთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს. სულ რამდენიმე წამის საქმეა. წინასწარ დიდი მადლობა ყველას, ვინ 1 ლაიქს გაიმეტებს.
www.mariam.ncib.ge/tavisufali/
Thursday, July 14, 2011
კამპას ოჯახი (პეპელა სახელად – კამპა)
ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

2001 წელს დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე კამპინუ. ძალიან ლამაზი და მასშტაბური ქორწილი გვქონდა. მთელ 3 დღეს გასტანა ჩვენმა ქორწილმა, ვიფიქრეთ სულ რამდენიმე დღე ვცოცხლობთ და ეს მაინც შეგვრჩება ამ წუთისოფლისგანო. რატომ ვცხოვრობთ მხოლოდ რამდენიმე დღე? იმიტომ რომ პეპლები ვართ... ჯვარი დავიწერეთ, ფრთებით ხელი მოვაწერეთ და წავედით ხის ტოტზე გაშლილ პატარა "სეფაში" ანუ ე.წ. პალატკაში. ჩვენც გვინდოდა, რომ ჩვენი ქორწილი კარგ მდიდრულ დარბაზში ყოფილიყო, მაგრამ იმ დროს არ იყო ამდენად პოპულარული. ყველაფერმა კარგად ჩაიარა... და აი მოვიდა ჩვენი ცხოვრების ბოლო დღე. მე და კამპინუ ერთმანეთს ვეალერსებოდით და ამ დროს ჩვენთან მოვიდა პეპლების მეფე, ბატონი- კამპა. მან გვითხრა, რომ რამდენიმე მილიარდ პეპელას შორის, ყოველთვის არიან რჩეულები, რომლებიც ძალიან დიდხანს ცოცხლობენ და ერთ-ერთი მათგანი ჩვენც ვიყავით. ჩვენ დავიბენით და ვერაფერი ვერ გავგითეთ, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ რაღაცას ვერც წარმოვიდგენდით. კამპამ ყველაფერი თავიდან გაგვიმეორა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამ ამბის შემდეგ დავიწყეთ შვილზე ფიქრი. ძალიან ბევრს ვწვალობდით, დღესა და ღამეს ვასწორებდით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. მე და კამპინუ ამაზე ძალიან ვწუხდით. სად არ მივედით, ექიმი გინდა თუ უბრალოდ ოჯახურ პირობებში მკურნალი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ ამ გაუთავებელი მცდელობებით და ხელი ჩავიქნიეთ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა პეპელა, რომელიც ზემოთხსენებული მეფის, კამპას შთამომავალი იყო და მასაც კამპა ერქვა. მან გვითხრა რომ ძალიან შეწუხდი, როდესაც გაიგო ჩვენი უშვილობის ამბავი და გადაწყვიტა ჩვენთვის დახმარების ხელის გამოწოდება. კამპას ჰყოლია მეგობარი, რომელიც იყო ადამიანი. ამ ადამიანს ჰქონდა ნატურალური წვენების საწარმო. კამპამ მოგვიტანა წვენი, დავლიეთ რამდენჯერმე და კვლავ შევუდექით საქმეს. შედეგმაც არ დააყოვნა და სულ რამდენიმე დღეში გვეყოლა პატარა, ძალიან ლამაზიპეპლუკა, რომელსაც მეფისა და მისი შთამომავლის საპატივსაცემოდ კამპა დავარქვით. დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. კამპა უკვე დიდი გოგოა და ახლა ის თავად ზრუნავს, რომ პეპლებსა და ადამიანებს არ ჰქონდეთ უშვილობის პრობლემა.
დღეს 2011 წელია, 15 ივლისი. ზუსტად 10 წელი შესრულდა რაც მე და კამპინუ ერთად ვართ და კვლავ ისევე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, როგორც მაშინ.
ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.
Subscribe to:
Posts
(
Atom
)



